რა არის ინტერნეტი
ინტერნეტი (Internet) არის “მსოფლიო-ქსელი”, ერთმანეთზემიერთებული კომპიუტერების საჯაროდ ხელმისაწვდომი ქსელი.ინტერნეტს, ზოგჯერ ეძახიან, უბრალოდ “ქსელს”(The Net), ანუ ქსელთაქსელს, სადაც მომხმარებლებს, თუ მათ აქვთ უფლებები, შეუძლიათნებისმიერი კომპიუტერიდან მიიღონ ინფორმაცია. ინტერნეტი აღნიშნავსგლობალურ კომპიუტერულ ქსელს, რომელიც ეფუძნება IP პროტოკოლსდა პაკეტთა მარშრუტიზაციას. ინტერნეტი ქმნის გლობალურსაინფორმაციო სივრცეს და წარმოადგენს მსოფლიო ქსელის საფუძველს.
ინტერნეტმა მთელი სამყარო მოიცვა მაგრამ საიდან გაჩნდა იგი ბევრმა არ იცის. ინტერნეტის შექმნის ერთიანი თარიღი არ არსებობს მის ათვლის წერტილად სხვადასხვა თარიღი სახელდება . შეერთებული შტატების სამინისტრო დიდხანს ფიქრობდა შეექმნა რაიმე ისეთი ქსელი რომელსაც არ ექნებოდა სამართავი პულტი და არ გაითიშებოდა რაიმე ინციდენტის შედეგად სწორედ ამიტომ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება რომ შეექმნათ კომპიუტერული ქსელი. მართლაც 1969 წელს შექმნეს ქსელი რომელიც ოთხ ამერიკულ სამეცნიერო ინსტიტუტს აერთიანებდა. ქსელის შექმნა სამხედროების მიერ იყო დაფინანსებული.ამ ქსელში ჩართული სერვერები რადიკალურად განსხვავებული იყო დღევანდელი კომპიუტერებისგან საერთოდ არ ჰქონდა მონიტორი და თავისთავად არც მაუსი . ინფორმაცია სპეციალურ პრინტერებზე იბეჭდებოდა.
ინტერნეტ მიჯაჭვულობა
გასულ წელს ფსიქიატრთა ასოციაციის მსოფლიოში უმსხვილესმა ოფიციალურმა გამოცემამ «The American Journal of Psychiatry» გამოაქვეყნა სტატია, რომლის ავტორიც გვთავაზობს ინტერნეტ-მიჯაჭვულობის შეტანას გონებრივი მოშლილობების ცნობარში. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მსოფლიო-ფსიქიატრიამ აუცილებლობად ცნო ინტერნეტ-მიჯაჭვულობას მიანიჭოს ოფიციალური დაავადების სტატუსი.
დღეს მსოფლიოში ინტერნეტ-მიჯაჭვულობით დაავადებულია ინტერნეტის მომხმარებელთა 2-10%. თითქოს არც ისე დიდი მაჩვენებელია, მაგრამ თუ პროცენტებს რიცხვებში გადავიყვანთ... ამ ადამიანებს კი სასწრაფო სამედიცინო დახმარება სჭირდებათ, რადგან დიდი სიკვდილიანობის რისკი: ამ მიზეზით უკვე გარდაცვლილია ასობით ადამიანი, რადგან ორგანიზმი ვერ უძლებს კომპიუტერთან 24 საათიან ჯდომას. რაც შეეხება რისკკის ჯგუფს, მათში სხვადასხვა მაჩვენებლებით შედიან ქსელის მომხმარებელთა 40%.
ადამიანები, რომლებიც ამ ჯგუფს განეკუთვნებიან, საათობით, ან სულაც 24 საათის განმავლობაში სხედან კომპიტერებთან. მათ ავიწყდებათ ჭამა, ძილი. აღარ აინტერესებთ პირადი ჰიგიენა და სახლის ხლაფორთები. ოჯახი, სამუშაო, სწავლა, მეგობრები - ეს ყველაფერი მათთვის მეორე პლანზე გადადის. ყოველდღიურად სულ უფრო მეტსა და მეტ დროს ატარებენ უსასრულო ვირტუალურ სამყაროში და საბოლოოდ აღარაფერი აინტერებთ გარშემო.
ინტერნეტის მიმართ დამოკიდებულება ყოველთვის არ იღებს ასეთ უკიდურეს ხასიათს, მაგრამ საფრთხე იმაში მდგომარეობს, რომ ინტერნეტის ძალიან ხშირი გამოყენება უკვე დიდი რისკია
რატომ ეთამაშება ადამიანი ასე საკუთარ თავს? საქმე იმაშია, რომ საზოგადოება ისწრაფვის მაქსიმალური კომფორტისაკენ, მისი ნებისმიერი გამოვლინებისაკენ. ჩვენ მივეჩვიეთ "რბილ ბალიშებზე" ცხოვრებას: სახლში სითბოა. მაგრამ გარეთაც არ არის მოცურების საშიშროება. მოიწყინეთ? შეგიძლაით რაიმე ფილმს უყუროთ, ტელევიზორი ჩართოთ. ამ უსაზღვვრო კომფორტით განაზებულ და გათამამებულ ადამიანს აღარ სიამოვნებს საკუთარ ნამდვილ მოთხოვნილებებთან შეჯახება, რადგან ნებისმიერი დაუკმაყოფილებელი მოთხოვნილება ტვინში ნეგატიურ ემოციად გამოვლინდება - ასეა მოწყობილი ადამიანის ფსიქიკა. ბავშვები არ გვიჯერებენ, სამსახურიდანაც დათხოვნა გვემუქრება. ბანკიდან კი შეიძლება ტყვიამფრქვევით მოგვადგნენ და კრედიტის დაფარვა გვაიძულონ. ეს ყველაფერი უფრო მეტია, ვიდრე უსიამოვნება, ამ ყველაფერს რაღაც უნდა მოვუხერხოთ.
ამაზე რომ არ იფიქროს, ადამიანმა უნდა ჩაიხშოს თავი, მაგალითად ინტერნეტით, რომელშიც მილიარდი საშუალებაა იმისათვის, რომ გადაერთოს, თავდავიწყებას მიეცეს. ზუსტად ამ პრინციპით მოქმედებს საკუთარი თავის ჩახშობა სასმელით, ჰეროინით, კაზინოში სიარულით. ვიღაც ერთხელ სცდის - გამოუვა. ესეიგი უნდა გაიმეოროს! იმეორებს. შემდეგ კი ეჩვევა. დროთა განმავლობაში კი საკვების მიღებაც ავიწყდება და პირის დაბანაც.
დაიცავით თავი!!!
ინტერნეტის დადებითი მხარე:
![]() |
Add caption |
ჭკვიან ადამიანს შეუძლია ინტერნეტი ჭკვიანურად გამოიყენოს.მოიძიოს ინფორმაცია სასურველ თემაზე..თუ სურვილი ექნება შეიძინოს ახალი მეგობრები..მოუსმინოს მუსიკას..გაიგოს ახალი ამბები,გააკეთოს ბლოგი,ან შექმნას საიტი... და კიდევ ბევრი საინტერესო რამის გაკეთება შეუძლია ინტერნეტ(გონიერ)მომხმარებელს.
ინტერნეტის უარყოფითი მხარე:
ეს უფრო რთული თემაა..არსებობენ ადამიანები,რომლებიც 24 საათი (ცოტათი ვაჭარბებ) კომპიუტერთან სხედან და ინტერნეტში უგზოუკლოდ ან გზაკვალიანად დაბოდიალობენ...ჯერ ერთი ეს აუცილებლად იმოქმედებს მხედველობაზე,რათქმაუნდა დადებითად არა,ასევე პრობლემები შეიძლება შეგვექმნას ხერხემალთან,რომელიც ან "s"-ს ფორმას მიიგებს, ან "c"–ის.....ამას გარდა ინტერნეტ სამყაროში ადამიანებთან ურთიერთობამ შეიძლება სულ დაგვავიწყოს რეალურ სამყაროში ურთიერთობა.. არ დავწვრილმანდები კიდევ რამდენი უარყოფითი რამის გამოწვევა შეუძლია ინტერნეტის არაგონივრულად გამოყენებას.
No comments:
Post a Comment