,,ფორმულები. გამოვთვალოთ
სწრაფად“
გაკვეთილის გეგმა
მასწავლებელი
|
ლუიზა ჭალიძე
|
||||||||||||||||||||||||
საგანი
|
ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიები
|
||||||||||||||||||||||||
თემა
|
ფორმულები. გამოვთვალოთ
სწრაფად
|
||||||||||||||||||||||||
კლასი
|
V1 კლასი
|
||||||||||||||||||||||||
დრო
|
45 წუთი
|
||||||||||||||||||||||||
მოსწავლეთა პროფილი
|
30 მოსწავლე. კლასში არ არის სსსმ საჭიროებების მქონე
მოსწავლე.
|
||||||||||||||||||||||||
გაკვეთილის მიზნები
|
მოსწავლეები შეძლებენ:
·
ელექტრონული ცხრილების
პროგრამა MS
Excel-ში ფორმულების
გაცნობას;
·
მსჯელობას ტექსტურ
რედაქტორ Word-სა და ელექტრონული
ცხრილების პროგრამა Excel-ში ცხრილები
მსგავსებასა და განსხვავებაზე, მათემატიკური ფორმულების შექმნის შესახებ;
·
შეძენილი ცოდნის გამოყენებას
ფორმულებით მათემატიკური გამოთვლების შესასრულებლად;
·
მოსწავლეებს განუვითარდებათ
პრაქტიკული, მსჯელობის, ანალიზის
და კომუნიკაციის უნარ-ჩვევები.
|
||||||||||||||||||||||||
ეროვნული სასწავლო გეგმის სტანდარტი
|
ის ტექნ. V. 1. მოსწავლეს შეუძლია ისტ-ის ეფექტიანად და უსაფრთხოდ გამოყენება.
·
ამოიცნობს ციფრული მოწყობილობის
კომპონენტებს და გაიაზრებს მათ დანიშნულებას (მაგალითად: კლავიატურა, მონიტორი, ეკრანი,
თაგვი);
·
აცნობიერებს სხვადასხვა
სახის პროგრამული უზრუნველყოფის (მაგალითად: ტექსტური რედაქტორი, გრაფიკული რედაქტორი,
ელექტრონული ცხრილი) დანიშნულებას და ფუნქციებს და ეფექტიანად იყენებს მათ (მაგალითად:
მონიშვნა, კოპირება, ჩასმა, დაფორმატირება);
ის ტექნ. V.2. მოსწავლეს შეუძლია ეთიკური და უსაფრთხოების ნორმების დაცვა და პასუხისმგებლობის
გაცნობიერება ისტ-ის გამოყენებისას. იცის ისტ-ის გამოყენების სფეროები და აცნობიერებს
მის უპირატესობებს.
·
კომპიუტერისა და სხვა
ციფრული მოწყობილობის გამოყენებისას იცავს ჯანმრთელობის უსაფრთხოების ნორმებს (მაგალითად:
სხეულის მდებარეობა კომპიუტერთან ჯდომისას, ეკრანზე კადრების ცვლილების სიხშირის
გათვალისწინება);
ის ტექნ. V. 4. მოსწავლეს შეუძლია
ისტ-ის
ეფექტიანად გამოყენება
ინფორმაციის მიღების, შენახვისა
და ორგანიზების დროს.
·
მონაცემთა და ციფრული
მასალის შესანახად ადეკვატურად შეარჩევს და იყენებს მოწყობილობასა
და ადგილს.
·
განასხვავებს ფაილების
ტიპებს და აცნობიერებს ამ ტიპების შესაბამისი ციფრული მასალის სხვადასხვა ფორმატის
არსებობას;
|
||||||||||||||||||||||||
წინარე ცოდნა
|
მოსწავლეებმა იციან ტექსტურ რედაქტორ Word- ში ცხრილებზე მუშაობა.
ელექტორნული ცხრილების პროგრამა Excel-ის ცხრილში
მონაცემების შეტანა, წაშლა, გაცნობიერებული აქვთ, რომ უჯრას აქვს მისამართი. შეუძლიათ
ცხრილში მონაცემების გავრცელება.
|
||||||||||||||||||||||||
შეფასება და თვითშეფასება
|
განმავითარებელი შეფასებას მასწავლებელი მოახდენს
კომენტარებით.
განმსაზღვრელი შეფასებისას გამოიყენებს შეფასების
ანალიტიკურ რუბრიკას.
|
||||||||||||||||||||||||
სასწავლო მასალა და რესურსები
|
ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სახელმძღვანელო V კლასი, თანდართული CD დისკი, კომპიუტერი, პროექტორი, დაფა, ცარცი, ფორმატი, ფანქარი, ფურცლები.
|
||||||||||||||||||||||||
მუშაობის ფორმა
|
ინდივიდუალური, მთელი კლასი და წყვილები.
|
||||||||||||||||||||||||
მიმდინარეობა
|
საორგანიზაციო საკითხების მოგვარება 2წთ
·
დასწრების აღრიცხვა.
·
წინასწარ მომზადებული
პრეზენტაციის გამოყენებით მოსწავლეებისთვის გაკვეთილის თემის და მიზნის, შეფასების კრიტერიუმების გაცნობა.
გამოწვევის ფაზა
აქტივობა 1 - წინარე ცოდნის
გააქტიურება 3 წთ
წინარე
ცოდნის გააქტიურების მიზნით მასწავლებელი მოსწავლეებს უსვამს შემდეგ კითხვებს:
·
რა არის ელექტრონული
ცხრილები?
·
რა არის დავთარი?
·
როგორ განისაზღვრება
უჯრის მისამართი;
·
როგორ განასხვავებს პროგრამა
ტექსტურ და რიცხვით მონაცემებს?
·
როგორ ხდება მონაცემების
გავრცელება ცხრილში?
·
Excel-ის გარდა სხვა რომელ
პროგრამას ვიყენებდით ცხრილების შესაქმნელად?
სიღრმისეული წვდომა
აქტივობა 2
- მინი ლექცია
3 წთ
ახალი მასალის ასახსნელად მასწავლებელი იყენებს მინი
ლექციას - ფორმულების შექმნისა და გამოყენების შესახებ. იგი აღნიშნავს, რომ ფორმულის
არსებობა ელექტრონული ცხრილების პროგრამას მეტად პრაქტიკულსა და გამოყენებადს ხდის.
მასწავლებელი
მოსწავლეებს აჩვენებს ეკრანზე, როგორ
შეაქვს უჯრაში ფორმულა, როგორ სრულდება სხვადასხვა მათემატიკური მოქმედებები Excel-ში - მიმატება, გამოკლება, გამრავლება, გაყოფა და
ფრჩხილებში მოქმედებები.
აქტივობა
3 - ინტერაქციული ამოცანა 7 წთ
მასწავლებელი მოსწავლეებს სთავაზობს ამოსახსნელად შემდეგ პრაქტიკულ
ამოცანას: დილით მაღაზიაში გასაყიდად მიიტანეს შემდეგი დასახელების ხილი:
ვაშლი, ბანანი, მარწყვი, ფორთოხალი და კივი. თითოეული დასახელების რამდენი კგ დარჩა
გასაყიდი საღამოსთვის?
მასწავლებელს
ფორმატზე დახაზული აქვს წინასწარ გამზადებული ცხრილი, გამოიყვანს ერთ მოსწავლეს, რომელიც ჩვეულებრივი მათემატიკური
მეთოდით ამოახსნის ამოცანას და მიღებული შედეგებით ავსებს ცხრილის შესაბამის
სვეტს ფორმატზე.
მოსწავლეებს მასწავლებელი სთავაზობს იმავე ამოცანის ამოხსნას
ელექტრონული ცხრილების გამოყენებით კომპიუტერისა და პროექტორის დახმარებით. გამზადებულ
Excel-ის ფაილში იგივე ცხრილში აჩვენებს, როგორ ხდება ფორმულის
ჩაწერა უჯრაში, როგორ შეიძლება ფორმულის გავრცელება სხვა მონაცემებზე.
მასწავლებლის
მიზანია მოსწავლეებს დაანახოს თუ როგორ უფრო სწრაფად და მოხერხებულადაა შესაძლებელი
ამოცანის ამოხსნა Excel-ის საშუალებით, ვიდრე ჩვეულებრივი ფორმით. როგორ
მარტივად შეიძლება ფორმულის გავრცელება ცხრილში.
ცოდნის განმტკიცება
აქტივობა 3 - მსჯელობა
- ვენის დიაგრამა 10 წთ.
ცოდნის განმტკიცების მიზნით, მასწავლებელი მოსწავლეებს სთავაზობს ვენის დიაგრამის საშუალებით
იმსჯელონ Word -სა
და Excel-ში ცხრილების განსხვავებაზე და მსგავსებაზე.
მასწავლებელი გამოიყვანს ერთ მოსწავლეს დაფასთან,
სადაც დახაზულია ცარიელი ვენის დიაგრამა და იგი შეავსებს დიაგრამას მოსწავლეთა მსჯელობის
საფუძველზე.
აქტივობა
4 - პრაქტიკული სამუშაო და პრეზენტაცია 15 წთ.
მასწავლებელი
მოსწავლეებს ეკრანის საშუალებით აჩვენებს დავალებას და ამავე დროს დაურიგებს ფურცლებს
იგივე დავალებით. მოსწავლეებმა უნდა შეასრულონ პრაქტიკულ სამუშაო - ამოხსნან ამოცანა და გამოთვალონ
მითითებული ფორმულები :
·
Excel-ში შექმნან ეკრანზე მოცემული ცხრილი, შეინახონ დესკტოპზე,
დაარქვან სახელი ,,დავალება“,
·
ამოცანის ამოხსნის მიზნით
შექმნან შესაბამისი ფორმულა და გაავრცელონ
ფორმულა ცხრილის დანარჩენ მონაცემებზე;
·
ფურცელს (შიტს) დაარქვან
სახელი ,,ამოცანა“
·
შექმნან
მეორე ფურცელი (შიტი) და დაარქვან ,,ფორმულები“.
·
გამოთვალონ დავალება 2 - ში მითითებული ფორმულები.
ერთი მოსწავლე, რომელიც ყველაზე ადრე შეასრულებს პრაქტიკულ
სამუშაოს, გააკეთებს დავალების პრეზენტაციას პროექტორის საშუალებით. იგი წარმოადგენს დავალების შესრულების თანმიმდევრობას,
ამოხსნის ამოცანას, ჩაწერს შესაბამის უჯრაში ფორმულას. შექმნის ორ შიტს, დაარქმევს
შესაბამის სახელებს და გამოთვლის ეკრანზე მითითებულ ფორმულებს ელექტრონული ცხრილების
საშუალებით.
აქტივობა 5 - შეჯამება 2 წთ
მასწავლებელი
გაკვეთილის შეჯამების მიზნით მოსწავლეებს უსვამს შეკითხვებს:
·
როგორ ხვდება Excel-ის
პროგრამა რომ უჯრაში შეგვაქვს ფორმულა და არა ჩვეულებრივი რიცხვითი მონაცემი ?
·
რა თანმიმდევრობით სრულდება
მოქმედებები ფორმულაში?
აქტივობა 6 - შეფასება 3 წთ.
·
განმავითარებელ შეფასებას
მასწავლებელი ახდენს კომენტარებით.
·
განმსაზღვრელ შეფასებას
მასწავლებელი ახდენს ანალიტიკური რუბრიკით.
·
მოსწავლეები მოახდენენ თვითშეფასებას.
საშინაო დავალება
მასწავლებელი
მოსწავლეებს აძლევს დავალებას: მშობლების
დახმარებით მოიძიონ ინფორმაცია ბოლო სამი
თვის მანძილზე რამდენი ჰქონდა ოჯახს კომუნალური დანახარჯები - ბუნებრივი აირი, სინათლე,
წყალი და დასუფთავება. დააზუსტონ ერთეულის ფასი და დაიანგარიშონ ფორმულების გამოყენებით.
|
განმსაზღვრელი შეფასების ანალიტიკური რუბრიკა
კრიტერიუმები
|
არა
დამაკმაყოფილებელი
0-4
|
დამაკმაყოფილებე ლი
5-6
|
კარგი
7-8
|
ძალიან კარგი
9-10
|
პრაქტიკული სამუშაოს შესრულება
|
მოცემულობის შესრულება (ხარისხის გაუთვალისწინებლად)
|
ფლობს პროგრამა
Excel-ის
ბრძანებებს მასალის გადმოსაცემად.
|
იყენებს ელექტრონული ცხრილების პროგრამა Excel-ს ფორმულების შექმნისა და მათემატიკური გამოთვლების ჩასატარებლად, მასალის გადმოსაცემად.
|
ეფექტურად იყენებს ელექტრონული ცხრილების პროგრამა
Excel-ს ფორმულების შექმნისა და მათემატიკური გამოთვლების ჩასატარებლად, მასალის
სრულყოფილად გადმოსაცემად.
|
მსჯელობა და კითხვებზე
ადეკვატური პასუხის გაცემა
|
მსჯელობის დროს არ იყენებს ტერმინოლოგიებს.
|
მსჯელობის დროს მეტნაკლებად იყენებს ტერმინოლოგიებს.
|
მსჯელობის დროს იყენებს პროგრამა ტექსტურ რედაქტორ Word-სა
და ელექტრონული ცხრილების პროგრამა Excel-ში ცხრილებთან
დაკავშირებულ და მათემატიკური ფორმულების
შექმნის შესახებ ტერმინოლოგიებს.
|
მსჯელობის დროს შესაბამისად იყენებს ტექსტურ რედაქტორ Word-სა
და ელექტრონული ცხრილების პროგრამა Excel-ში ცხრილებთან დაკავშირებულ და მათემატიკური
ფორმულების შექმნის შესახებ ტერმინოლოგიებს და ასაბუთებს თავის აზრს.
|
2. დიაგრამები და ელექტრონული ცხრილები პროგრამა MS Excel -ში
მასწავლებელი
|
ლუიზა ჭალიძე
|
საგანი
|
ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიები
|
თემა
|
დიაგრამები და
ელექტრონული ცხრილები
|
კლასი
|
V2 კლასი
|
დრო
|
45 წუთი
|
მოსწავლეთა პროფილი
|
29 მოსწავლე. კლასში არ არის სსსმ საჭიროებების მქონე
მოსწავლე.
|
გაკვეთილის მიზანი
|
მოსწავლეები შეძლებენ:
·
ელექტრონული ცხრილების
პროგრამა Excel-ში დიაგრამების
გაცნობას;
·
შეძენილი ცოდნის განმტკიცებას
კროსვორდის საშუალებით;
·
შეძენილი ცოდნის გამოყენებას
პრაქტიკაში ცხრილით შესაბამისი დიაგრამის ასაგებად;
·
მოსწავლეებს განუვითარდებათ
მსჯელობის, ანალიზის, შემოქმედებითობის, პრაქტიკული და კომუნიკაციის უნარ-ჩვევები.
|
ეროვნული სასწავლო გეგმის სტანდარტი
|
ის ტექნ. V. 1. მოსწავლეს შეუძლია ისტ-ის ეფექტიანად და უსაფრთხოდ გამოყენება.
·
ამოიცნობს ციფრული მოწყობილობის
კომპონენტებს და გაიაზრებს მათ დანიშნულებას (მაგალითად: კლავიატურა, მონიტორი, ეკრანი,
თაგვი);
·
აცნობიერებს სხვადასხვა
სახის პროგრამული უზრუნველყოფის (მაგალითად: ტექსტური რედაქტორი, გრაფიკული რედაქტორი,
ელექტრონული ცხრილი) დანიშნულებას და ფუნქციებს და ეფექტიანად იყენებს მათ (მაგალითად:
მონიშვნა, კოპირება, ჩასმა, ფორმატირება);
ის ტექნ. V.2. მოსწავლეს შეუძლია ეთიკური და უსაფრთხოების ნორმების დაცვა და პასუხისმგებლობის
გაცნობიერება ისტ-ის გამოყენებისას. იცის ისტ-ის გამოყენების სფეროები და აცნობიერებს
მის უპირატესობებს.
·
კომპიუტერისა და სხვა
ციფრული მოწყობილობის გამოყენებისას იცავს ჯანმრთელობის უსაფრთხოების ნორმებს (მაგალითად:
სხეულის მდებარეობა კომპიუტერთან ჯდომისას, ეკრანზე კადრების ცვლილების სიხშირის
გათვალისწინება);
ის ტექნ. V. 4. მოსწავლეს შეუძლია
ისტ-ის
ეფექტიანად გამოყენება
ინფორმაციის მიღების, შენახვისა
და ორგანიზების დროს.
·
მონაცემთა და ციფრული
მასალის შესანახად ადეკვატურად შეარჩევს და იყენებს მოწყობილობასა
და ადგილს.
·
მუშაობის პროცესში რეგულარულად
ინახავს ციფრულ მასალას პროგრამული უზრუნველყოფის შესაბამისი ფუნქციების გამოყენებით
(მაგალითად: „
![]() ![]()
·
განასხვავებს ფაილების
ტიპებს და აცნობიერებს ამ ტიპების შესაბამისი ციფრული მასალის სხვადასხვა ფორმატის
არსებობას;
ის ტექნ. V. 6. მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა სახის ციფრული
საშუალებების შერჩევა და გამოყენება კომუნიკაციისა და თანამშრომლობისათვის.
·
იცავს საკომუნიკაციო
საშუალებების კორექტულად გამოყენების წესებს.
|
წინარე ცოდნა
|
მოსწავლეებმა იციან ელექტრონულ
ცხრილში მონაცემების შეტანა, წაშლა, ცხრილის დაფორმატება. გაცნობიერებული აქვთ, რომ უჯრას აქვს მისამართი. შეუძლიათ
ცხრილში მონაცემებისა და ფორმულების გავრცელება.
|
შეფასება და თვითშეფასება
|
განმსაზღვრელი შეფასებისას გამოიყენებს შეფასების
ანალიტიკურ რუბრიკას.
|
სასწავლო მასალა და რესურსები
|
ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სახელმძღვანელო V კლასი, თანდართული CD დისკი, კომპიუტერი, პროექტორი, დაფა, ცარცი, ფორმატი, ფანქარი.
|
მუშაობის ფორმა
|
ინდივიდუალური, მთელი კლასი და წყვილები.
|
მიმდინარეობა
|
საორგანიზაციო საკითხების მოგვარება 2წთ
·
დასწრების აღრიცხვა.
·
წინასწარ მომზადებული
პრეზენტაციის გამოყენებით მოსწავლეებისთვის გაკვეთილის თემის და მიზნის, შეფასების კრიტერიუმების, ლაბორატორიაში ქცევის წესების გაცნობა.
გამოწვევის ფაზა
აქტივობა 1 - წინარე ცოდნის
გააქტიურება 3 წთ
ორგანიზების
ფორმა - საერთო საკლასო, ინდივიდუალური
კითხვები წინარე ცოდნის გასააქტიურებლად:
·
რისთვის გამოიყენება პროგრამა
Excel?
·
რა არის დავთარი?
·
როგორ განისაზღვრება
უჯრის მისამართი;
·
როგორ განასხვავებს პროგრამა
ტექსტურ და რიცხვით მონაცემებს?
·
როგორ ხდება მონაცემების
გავრცელება ცხრილში?
·
რისთვის არის საჭირო
ფორმულები?
·
რომელი ბრძანებითაა შესაძლებელი
ცხრილის ბეჭდვა?
აქტივობა 2 - სიღრმისეული წვდომა 12 წთ
ორგანიზების
ფორმა - საერთო საკლასო, ინდივიდუალური
ახალი მასალის ახსნის მიზნით, მასწავლებელი
მოსწავლეებს სთავაზობს ამოცანას ,,ფერადი
ბურთები და კუბები“- მოსწავლეები დაითვლიან ფორმატებზე მოცემულ ფერად ბურთებს და კუბებს. მასწავლებელი
ეკრანისა და პროექტორის დახმარებით Excel-ის
ცხრილში, შესაბამის უჯრებში ჩაწერს ფიგურების რაოდენობებს. ერთი მოსწავლე, რომელიც
დაფასთან გამოვა სურვილის მიხედვით, დათვლილი რიცხვითი მონაცემებით გააკეთებს დაფაზე
წინასწარ დახაზულ ღერძებზე აღნიშვნებს წერტილებით ცალკე ბურთებისთვის და ცალკე კუბებისთვის
და მათი შეერთებით შექმნის შესაბამის ხაზოვან ორ დიაგრამას.
მასწავლებელი
იგივე მოქმედებას აჩვენებს ეკრანზე მოსწავლეებს,
როგორ მონიშნავს ცხრილს და შექმნის იგივე მონაცემების საფუძველზე ხაზოვან დიაგრამას
Excel-ში. მოსწავლეებს აჩვენებს, როგორ არის შესაძლებელი დიაგრამის მონიშვნა, შეცვლა სხვა ტიპის დიაგრამით.
როგორ შეიძლება დიაგრამის თითოეული ელემენტისთვის ფერის შეცვლა, კონტურის ფერისა
და სისქის შეცვლა. აჩვენებს, დიაგრამაზე
შესაბამისი მონაცემების გამოტანას და დიაგრამის
წაშლას.
აქტივობა
3 - ცოდნის განმტკიცება 10 წთ.
ორგანიზების ფორმა - საერთო საკლასო
ცოდნის განმტკიცების მიზნით, მასწავლებელი მოსწავლეებს სთავაზობს კროსვორდს. მასწავლებელი გამოიყვანს ერთ მოსწავლეს, ფორმატზე დახაზულია ცარიელი შესავსები კროსვორდი. ეკრანზე ჩანს კითხვები კროსვორდის ამოსახსნელად. მოსწავლეთა
მსჯელობის საფუძველზე დაფასთან გამოსული მოსწავლე ავსებს კროსვორდს.
აქტივობა
4 - პრაქტიკული სამუშაო და პრეზენტაცია 13 წთ.
ორგანიზების ფორმა - წყვილებში მუშაობა
მასწავლებელი მოსწავლეებს დაურიგებს ფურცლებს,
რომელზეც მითითებულია დავალება - ამოცანა ,, ფერმა“ პრაქტიკული სამუშაოს შესასრულებლად.
მოსწავლეები შეადგენენ ცხრილს და რიცხვითი მონაცემების საფუძველზე
ააგებენ დიაგრამებს ცალ-ცალკე, როგორც თითოეული ფერმის მონაცემებისთვის, ასევე ორივე ფერმისთვის ერთად.
მასწავლებელი
პრეზენტაციის მიზნით გამოიყვანს ერთ მოსწავლეს
და პროექტორის დახმარებით შეასრულებს დავალებას ეკრანის დახმარებით.
აქტივობა 5 - შეჯამება 2 წთ
ორგანიზების
ფორმა - საერთო საკლასო, ინდივიდუალური
მასწავლებელი
გაკვეთილის შეჯამების მიზნით მოსწავლეებს უსვამს შეკითხვებს:
·
რა არის დიაგრამა?
·
რის საფუძველზე არის
შესაძლებელი დიაგრამის შექმნა?
·
რომელი ბრძანებით ვცვლით
დიაგრამის ტიპს?
·
რომელი ბრძანებითაა შესაძლებელი
დიაგრამის წაშლა?
შეფასება
3 წთ.
განმსაზღვრელ შეფასებას მასწავლებელი ახდენს ანალიტიკური რუბრიკით.
საშინაო დავალება
მასწავლებელი მოსწავლეებს აძლევს გამოიკითხონ
ოჯახის წევრები, მეზობლები და ნათესავები, დააზუსტონ მათი გვარი, სახელი და ასაკი,
შეადგინონ ცხრილი მოძიებული ინფორმაციით და ააგონ შესაბამისი დიაგრამა.
|
განმსაზღვრელი შეფასების ანალიტიკური რუბრიკა
|
||||
კრიტერიუმები
|
არა დამაკმაყოფილებელი
0-4
|
დამაკმაყოფილებელი
5-6
|
კარგი
7-8
|
ძალიან
კარგი
9-10
|
პრაქტიკული სამუშაოს
შესრულება
|
მოცემულობის შესრულება
(ხარისხის გაუთვალისწინებლად)
|
ფლობს პროგრამა Excel-ის ბრძანებებს მასალის გადმოსაცემად.
|
იყენებს ელექტრონული
ცხრილების პროგრამა Excel-ის ბრძანებებს
დიაგრამების შექმნისა და მასთან დაკავშირებული მასალის სრულყოფილად გადმოსაცემად.
|
ეფექტურად და შემოქმედებითად
იყენებს ელექტრონულ ცხრილების პროგრამა Excel-ის ბრძანებებს
დიაგრამების შექმნისა და მასთან დაკავშირებული მასალის სრულყოფილად გადმოსაცემად.
|
მსჯელობა და კითხვებზე ადეკვატური პასუხის გაცემა
|
მსჯელობის დროს
არ იყენებს ტერმინოლოგიებს.
|
მსჯელობის დროს
მეტნაკლებად იყენებს ტერმინოლოგიებს.
|
მსჯელობის დროს
იყენებს პროგრამა Excel-ში ელექტრონული ცხრილების, დიაგრამების შექმნისა და
მასზე სხვადასხვა მოქმედებების ბრძანებებს.
|
ადექვატურად მსჯელობს
პროგრამა Excel-ში ელექტრონული ცხრილების, დიაგრამების შექმნისა და
მასზე სხვადასხვა მოქმედებების ბრძანებების
შესახებ. იყენებს შესაბამის ტერმინოლოგიებს და ასაბუთებს თავის აზრს.
|
No comments:
Post a Comment