სსსმ მოსწავლეებთან მუშაობა


                     
                     

2017-2018 სასწავლო წლის თემატური გეგმა
სსსმ მოსწავლე:     ***************ნ    **
საგანი: ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიები
თემა: საპრეზანტაციო პროგრამა  MS Power-Point
კლასი - VI1
მასწავლებლის სახელი და  გვარი: ლუიზა ჭალიძე

თემა:
საპრეზანტაციო პროგრამა  MS Power-Point

ეროვნული სასწავლო გეგმის სტანდარტი სსსმ მოსწავლისთვის

მიზანი

აქტივობები
1. ვეცნობით , რა არის პრეზენტაცია და საპრეზენტაციო პროგრამა  MS Power-Point-ს.

ი.ს.ტექ.5.4. მოსწავლეს შეუძლია ციფრული საშუალებების ეფექტიანად გამოყენება ინფორმაციის მიღების, შენახვისა და ორგანიზების დროს.
·      მონაცემთა ციფრული მასალის შესანახად ადეკვატურად შეარჩევს და იყენებს მოწყობილობასა და ადგილს.



·     საპრეზანტაციო პროგრამა  MS Power-Point-ის გაცნობა.
·     საპრეზენტაციო ფაილის შესაქმნელად თემის შერჩევა სახელწოდებით - ,,საქართველო“;
·     ინტერნეტში საქართველოს შესაბამისი ტექსტური და გრაფიკული მასალის მოძიება;
·     ძიებისა და ანალიზის უნარ-ჩვევების განვითარება.




·   მოსწავლეს დავავალებ შექმნას სამუშაო მაგიდაზე საქაღალდე და დაარქვას ,,საქართველო“.
·   დავავალებ მოიძიოს ინტერნეტში საქართველოს შესახებ მცირე ზომის ტექსტური ინფორმაცია და ერთი  სურათი - მოსწავლის დახმარებით.
·      მოძიებული ტექსტი გადმოიტანოს Word-ის ფაილში და შეინახოს სამუშაო მაგიდაზე შექმნილ საქაღალდეში ,,საქართველო“ მოსწავლის დახმარებით;
·      მოძიებული სურათი შეინახოს იგივე საქაღალდეში.
·      ვუსვამ მარტივ კითხვებს საპრეზენტაციო პროგრამის დანიშნულებისა და შექმნის შესახებ.

2 .  სლაიდების შექმნა ტექსტით, სურათით,  ცხრილითა და დიაგრამით
ი.ს.ტექ.5.4. მოსწავლეს შეუძლია ციფრული საშუალებების ეფექტიანად გამოყენება ინფორმაციის მიღების, შენახვისა და ორგანიზების დროს.
·         ინახავს ციფრულ მასალას შესაბამისი ფუნქციების გამოყენებით.

·   საპრეზანტაციო პროგრამა  MS Power-Point-ის ფაილის შექმნა და შენახვა;
·   სლაიდების დამატება;
·   სლაიდებში ტექსტის, სურათის, ცხრილის და დიაგრამის ჩასმა.
·   საპრეზენტაციო ფაილში დამატებული ცვლილებების შენახვა;
·   პრაქტიკული და შემოქმედებითობის უნარ-ჩვევების განვითარება
·      მოსწავლე შექმნის საპრეზენტაციო ფაილს 4 სლაიდით მოსწავლის დახმარებით:
·       პირველ სლაიდს  დაარქმევს ,,საქართველოს“;
·      მეორე სლაიდს შექმნის მოძიებული მარტივი ტექსტითა და სურათით მოსწავლის დახმარებით.
·      მესამე სლაიდში ჩასვამს  საქართველოს დიდი ქალაქების მოსახლეობის რაოდენობების მიხედვით შედგენილ ცხრილს მოსწავლის დახმარებით, რომელსაც დავახვედრებ სამუშაო მაგიდაზე სახელმძღვანელოს თანდართული CD დისკიდან;
·      მეოთხე სლაიდში ჩასვამს დიაგრამას, რომელსაც ააგებს მითითებული ცხრილის საშუალებით მოსწავლის დახმარებით.
·      მოსწავლე შეინახავს საპრეზენტაციო ფაილს.

3 . სლაიდების მოძრაობაში მოყვანა, თითოეულ სლაიდზე არსებული ობიექტისთვის ანიმაციის შექმნა. ფაილის პრეზენტაცია
ი.ს.ტექ.5.4. მოსწავლეს შეუძლია ციფრული საშუალებების ეფექტიანად გამოყენება ინფორმაციის მიღების, შენახვისა და ორგანიზების დროს.
·      მონაცემთა ციფრული მასალის შესანახად ადეკვატურად შეარჩევს და იყენებს მოწყობილობასა და ადგილს.
·      ინახავს ციფრულ მასალას შესაბამისი ფუნქციების გამოყენებით.

·   სლაიდების მოძრაობაში მოყვანა;
·  სლაიდზე არსებულ ობიექტებზე (ტექსტი, სურათი, ცხრილი, დიაგრამა) ანიმაციის შექმნა;
·  საპრეზენტაციო ფაილში დამატებული ცვლილებების შენახვა;
·  პრაქტიკული, მსჯელობის  და შემოქმედებითობის უნარ-ჩვევების განვითარება
·      მოსწავლე ყველა სლაიდს შეურჩევს სხვადასხვა სახის მოძრაობის მარტივ ეფექტებს მოსწავლის დახმარებით;
·   თითოეულ სლაიდში არსებულ ობიექტებზე (ტექსტი, სურათი, ცხრილი, დიაგრამა) შექმნის მისთვის სასურველ მარტივ ანიმაციას მოსწავლის დახმარებით;
·   მოსწავლე შეინახავს საპრეზენტაციო ფაილს.
·   სსსმ მოსწავლე გააკეთებს პრეზენტაციას სქემის მითითებებითა და მოსწავლის დახმარებით.
·   მსჯელობს ტერმინოლოგიების გარეშე საკუთარი სიტყვების გამოყენებით საპრეზენტაციო მასალის შესახებ.


                                           
საგანი:  ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები
მასწავლებელი :        ლუიზა ჭალიძე
სსსმ მოსწავლე :    ****************

მასწავლებელი
ლუიზა ჭალიძე
საგანი
ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები
კლასი
VI  კლასი
თემა
,,ელექტრონული ფოსტა“
დრო
45 წუთი
მოსწავლეთა რაოდენობა
30  მოსწავლე

განსაკუთრებული მიდგომის საჭიროების მქონე მოსწავლეთა რაოდენობა
კლასში არის  2  სსსმ მოსწავლე


გაკვეთილის მიზანი
Gmail.com ელექტრონულ ფოსტაზე დარეგისტრირებული მოსწავლეები ისწავლიან ელექტრონული ფოსტის გამოყენებას, წერილის გაგზავნასა და მიღებული წერილის ნახვას, ფაილის მიმაგრებას წერილზე და მიღებული ფაილის გადმოწერას.

გაკვეთილის მიზნები სსსმ მოსწავლისთვის
სსსმ მოსწავლე ნინო ფეიქრიშვილი შეძლებს ელექტრონული ფოსტის საშუალებით მასწავლებელთან და თანაკლასელებთან კომუნიკაციას.

ეროვნული სასწავლო გეგმის სტანდარტი
ის ტექნ.VI.3.
ინფორმაციის და ციფრული მასალის ძიებისას ეფექტიანად იყენებს გავრცელებული საძიებო სისტემების შესაძლებლობებს: ფლობს საძიებო სისტემის მაღალი დონის შესაძლებლობებს და საძიებო ფრაზების სინტაქსს. აფასებს და მსჯელობს ერთი სისტემის უპირატესობაზე მეორესთან შედარებით.

ის ტექნ. VI.4
იყენებს საკომუნიკაციო საშუალებებს იდეების, ინფორმაციის და ციფრული მასალის გასავრცელებლად და მონაწილეობს ერთობლივ პროექტებში ( მათ შორის ონლაინ პროექტებში) ციფრული მასალის შესაქმნელად.

ისგ-ით გათვალსიწინებული შედეგები და ინდიკატორები სსსმ მოსწავლისთვის
ის ტექნ. I.4.
1)იყენებს კომუნიკაციის საშუალებებს მასწავლებლის მიერ ჩატარებული აქტივობისას;
2)იყენებს ისტ-ს თანატოლებთან, მასწავლებლებთან და  მშობლებთან კომუნიკაციისთვის (მოკლე შეტყობინებების გასაგზავნად);
3)კომუნიკაციის საშუალებების გამოყენებით, მათ შორის თანაკლასელების, მასწავლებლის ან მშობლის დახმარებით (ელ.ფოსტა) მოიპოვებს ინფორმაციას და შემდგომ ს სხვებს ზიარებს / ცვლ.
ის ტექნ. I.5
1)იყენებს საძიებო სისტემას ინფორმაციის სხვადასხვა წყაროდან მისაღებად (მაგალითად მოიძიებს ლექსის ტექსტს, აუდიო ან ვიდეო ფაილს  ნახატი ფილმიდან  ან საბავშვო ფილმიდან ნაწყვეტს);
2)იყენებს ისტ-ს სწავლის გასაუმჯობესებლად და შემოქმედებითი პროცესის  წასახალისებლად.


საჭირო წინარე ცოდნა და უნარ-ჩვევები
მოსწავლეებმა იციან: ინტერნეტში ინფორმაციის მოძიება, ინტერნეტიდან სურათისა და ტექსტის გადმოწერა. მოძიებული მასალით დოკუმენტის შექმნა.
ელექტრონულ ფოსტაზე რეგისტრავია.

მიმდინარეობა
საორგანიზაციო საკითხები      - 2 წთ
მისალმება, დასწრებაზე აღრიცხვის წარმოება, მოსწავლეთათვის გაკვეთილის მიზნებისა და შეფასების სისტემის გაცნობა.

აქტივობა 1    - 10 წთ                                            
 ვთხოვ  მოსწავლეებს, მოიფიქრონ, როგორ მოახერხებენ, მეგობარს მიწოდონ მოკლე ინფორმაცია მათ მიერ მომზადებული დოკუმენტის ,,ოკეანეების“ შესახებ. მასწავლებელი ისე წარმართავს მსჯელობას, რომ მოსწავლე მივიდეს დასკვნამდე: ერთ-ერთი ყველაზე მოხერხებული საშუალება, მეგობარს გაუზიარო ინფორმაცია, არის წერილის გაგზავნა ელექტრონული ფოსტის საშუალებით.

აქტივობა 2    - 10 წთ
ვუხსნი  მოსწავლეებს, როგორ იგზავნება წერილი, როგორ შეიძლება: გაგზავნო წერილი ერთდროულად რამდენიმე მისამართზე, წერილზე მიამაგრო დოკუმენტი, წაიკითხო და გადმოწერო წერილი.

აქტივობა 3
 პრაქტიკული სამუშაო   -  20 წთ.
 კლასს დავყოფ 5 ჯგუფად. თითოეულ ჯგუფს სათითაოდ ყველა ოკეანეზე მოძებნილი და შექმნილი აქვთ Word-ს დოკუმენტი. მასწავლ;ებელი მოსწავლეებს სთხოვს, ერთდროულად სხვა ჯგუფებსა და მასწავლებელს გადაუგზავნონ ზემოხსენებული დოკუმენტი. მიმღებმა დოკუმენტის მიღება დაადასტუროს პასუხით: ,,გმადლობთ, დოკუმენტი მიღებულია“. მიღებული წერილი გადმოწერონ. მოსწავლეები ასრულებენ მასწავლებლის მიერ მიცემულ დავალებას.

სსსმ საჭიროების მქონე მოსწავლე ნინო ფეიქრიშვილი ჩავრთე საგაკვეთილო პროცესში, მან  ჯგუფის წევრების დახმარებით შეძლო მიღებული წერილის გახსნა და მიბმული ფაილის ჩამოტვირთვა და მიბმული დოკუმენტის სახით გადაუგზავნის მასწავლებელს მოკლე ტექსტურ შეტყობინებას მიბმული დოკუმენტით.

შეჯამება - 3წთ.
                                                                                                                                                                                                             
შეფასება და თვითშეფასება
    გაკვეთილზე  ვიყენებ როგორც განმავითარებელ, ასევე განმსაზღვრელ შეფასებას.
  მოსწავლეების თვითშეფასება და ურთიერთშეფასება.

სასწავლო მასალა და რესურსები
 სახელმძღვანელო, კომპიუტერი, პროექტორი.  მოძებნილი მასალით შექმნილი  დოკუმენტი ,,ოკეანეები“.



განმსაზღვრელი  შეფასება
არა დამაკმაყოფილებელი
0-4 ქ.
დამაკმაყოფილებელი
5-7 ქ.
ძალიან კარგი
8-10 ქ.
მსჯელობის დროს ვერ იყენებს შესაბამის ტერმინოლოგიებს და ვერ გადმოსცემს შინაარსს
მსჯელობის დროს ნაწილობრივ გადმოსცემს შინაარსს შესაბამისი ტერმინოლოგიით
მსჯელობის დროს გადმოსცემს შინაარსს შესაბამისი ტერმინოლოგიის გამოყენებით
მოცემულობის შესრულება (ხარისხის გაუთვალისწინებლად)

მასალის უდიდესი ნაწილი ორიგინალურია და შეესაბამება თემატიკას
შესრულებული მასალა კარგადაა გააზრებული, სტრუქტურის შექმნისას გამოყენებულია სხვადასხვა ფუნქციური შესაძლებლობები. მასალის ორგანიზება მთლიანად შეესაბამება შინაარს.


განმავითარებელი შეფასებისას ვიყენებ
კრიტერიუმი
დამაკმაყოფილებელი
კარგი
ძალიან კარგი
თანამშრომლობა



ჩართულობა



პრეზენტაციის უნარი



მეტყველებს გამართული ტერმინებით





საგანი:  ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები
მასწავლებელი :        ლუიზა ჭალიძე
სსსმ მოსწავლე :     *****************
მასწავლებელი
ლუიზა ჭალიძე
საგანი
ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები
კლასი
VI  კლასი
თემა
,,კომენტარები MS Word 2007-ში“
დრო
45 წუთი
მოსწავლეთა რაოდენობა
30  მოსწავლე

განსაკუთრებული მიდგომის საჭიროების მქონე მოსწავლეთა რაოდენობა

კლასში არის  2  სსსმ მოსწავლე

გაკვეთილის მიზანი
მოსწავლეები ისწავლიან ტექსტურ დოკუმენტში კომენტარების ჩასმას.

გაკვეთილის მიზნები სსსმ მოსწავლისთვის
სსსმ მოსწავლე ნინო ფეიქრიშვილი შეძლებს უკვე შექმნილ ტექსტურ რედაქტორში თანაკლასელის დახმარებით კომენტარის ჩასმას.
ეროვნული სასწავლო გეგმის    სტანდარტი
ის ტექნ.VI.1.
        ·         აფასებს ციფრული საშუალებების შესაძლებლობებს და ადეკვატურად შეარჩევს ციფრულ საშუალებებს ცნებების, ობიექტებისა და პროცესების გამოსახვისას.
ისგ-ით გათვალსიწინებული შედეგები და ინდიკატორები სსსმ მოსწავლისთვის
ის ტექნ. I.3.
1)იყენებს სახატავ და ტექსტურ რედაქტორებს მასწავლებლის მიერ ჩატარებული სასწავლო აქტივობისას;
საჭირო წინარე ცოდნა და უნარ-ჩვევები
მოსწავლეებმა იციან: ტექსტურ რედაქტორში ტექსტებთან, გრაფიკულ ელემენტებთან მუშაობა.  
გაკვეთილის მსვლელობა
საორგანიზაციო საკითხები      - 2 წთ
მისალმება, დასწრებაზე აღრიცხვის წარმოება, მოსწავლეთათვის გაკვეთილის მიზნებისა და შეფასების სისტემის გაცნობა.

აქტივობა 1    - 10 წთ                                 
მოსწავლეები ,,გადათვლის“ პრინციპით 4 ჯგუფად დაიყოფიან, თითოეულ ჯგუფს მიეცემა დავალება: წაიკითხოს მასწავლებლის მიერ მიცემული ტექსტი - ნაბეჭდი ფურცელი, აღნიშნოს ტექსტში ფაქტობრივი შეცდომები და არეზე, შეცდომის გასწვრივ სწორი ვარიანტი მიუთითოს.
მასწავლებელი სვამს კითხვას: თუ დოკუმენტი ამობეჭდილი არ გვაქვს და გვსურს, კომპიუტერში იგივე მოქმედება შევასრულოთ, როგორ მოვიქცეთ?


აქტივობა 2    - 10 წთ
გაკვეთილის დაწყებამდე მასწავლებელმა ყველა კომპიუტერში უნდა ჩაწეროს ფაილი, რომელზედაც მოსწავლეები იმუშავებენ.
მასწავლებელი მიუთითებს მოსწავლეებს, რომ კომპიუტერში, სამუშაო მაგიდაზე გაქვთ ფაილი ილია ჭავჭავაძის შესახებ სახელწოდებით ,,ბავშვობა და სიყმაწვილე“. მონახეთ ფაილი და გახსენით. მოსწავლეები ხსნიან ფაილს. მასწავლებელი უხსნის როგორ უნდა ჩასვან კომენტარი ტექსტში. მოსწავლეები სწავლობენ კომენტარების ჩასმას, დათვალიერებასა და რედაქტირებას.
მასწავლებელი მიმართავს მოსწავლეებს, რომ ჩაასწორონ ტექსტი. მოსწავლეები სწავლობენ კომენტარების ჩასმას.
ჩასწორებულ ტექსტშ მასწავლებელი უხსნის მოსწავლეებს, როგორ უნდა წაშალონ კომენტარები. მოსწავლეები სწავლობენ კომენტარების წაშლას.

აქტივობა 3
 პრაქტიკული სამუშაო   -  20 წთ.
მოსწავლეები იყოფიან 4 ჯგუფად, და წყვილდებიან: I-II და III-IV.
მასწავლებელი ოთხივე ჯგუფს ორ-ორ დავალებას აძლევს.  
1.მითითებული მისამართიდან კოპირებით დოკუმენტში გადმოიტანეთ ტექსტი. შეიტანეთ მასში 5 შეცდომა და დოკუმენტი გადაუგზავნეთ დაწყვილებულ ჯგუფს.
ელ-ფოსტით მიღებული დოკუმენტი ჩამოტვირთეთ და გახსენით. დოკუმენტი შეადარეთ ტექსტს წყაროდან და აღმოჩენილ შეცდომებზე გააკეთეთ კომენტარები. დოკუმენტი ერთდროულად გადაუგზავნეთ მასწავლებელსა და გამომგზავნს. 
      მასწავლებელი  ავალებს იმ ჯგუფის წევრ მოსწავლეებს, რომ დაეხმაროს ამ აქტივობის შესრულებაში სსსმ  მოსწავლეს ნინო ფეიქრიშვილს. მხოლოდ  მითითებებით, ისე,რომ აქტივობაში არ    ჩაერიონ, დამოუკიდებლად რომ შსძლოს ნინომ კომენტარის ჩასმა და მისი ფოსტით გადაგზავნა.

შეჯამება - 3წთ.
                                                                                                                                                                                                             
შეფასება და თვითშეფასება
მოსწავლეები შეფასდებიან განმსაზღვრელი  შეფასებით.

სასწავლო მასალა და რესურსები
 სახელმძღვანელო, კომპიუტერი, პროექტორი.
ამობეჭდილი ტექსტიანი ფურცლები.
ინტერნეტ საიტი:  lib.ge





განმსაზღვრელი  შეფასება
არა დამაკმაყოფილებელი
0-4 ქ.
დამაკმაყოფილებელი
5-7 ქ.
ძალიან კარგი
8-10 ქ.
მოცემულობის შესრულება (ხარისხის გაუთვალისწინებლად)

მასალის უდიდესი ნაწილი ორიგინალურია და შეესაბამება თემატიკას
შესრულებული მასალა კარგადაა გააზრებული, სტრუქტურის შექმნისას გამოყენებულია სხვადასხვა ფუნქციური შესაძლებლობები. მასალის ორგანიზება მთლიანად შეესაბამება შინაარს.





No comments:

Post a Comment