01/05/2019
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი აცხადებს ვიდეოკონკურსს სახელწოდებით „არა კიბერბულინგს!“.
კიბერბულინგის დეფინიცია:
კიბერბულინგი , იგივე ონლაინბულინგი ან კიბერდევნა ნიშნავს დაცინვას, შეურაცხყოფას, ადევნებას და სიტყვიერ ან ფსიქოლოგიურ ძალადობას, რომელიც გარკვეული რეგულარობით ხორციელდება ინფორმაციული საკომუნიკაციო ტექნოლოგიების მეშვეობით. კიბერბულინგის მსხვერპლი გახლავთ პირი ან პირთა ჯგუფი, რომელსაც ამცირებენ, აშანტაჟებენ ან აშინებენ ძალადობრივი სახის ციფრული შეტყობინებების, კომენტარების და/ან პირადი სახის არასათანადო, დამამცირებელი და/ან პირადული შინაარსის ვიდეოების, ფოტოების ან კომენტარების გავრცელებით სოციალურ ქსელში.
კონკურსის პირობები:
კონკურსში მონაწილეობა შეუძლია საქართველოს ყველა საჯარო სკოლის VII-XII კლასის მოსწავლეს ან მოსწავლეთა ჯგუფს. ვიდეოს ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 4 წუთს და გრძელდებოდეს არანაკლებ 3 წუთისა. ვიდეოს გადაღება უნდა მოხდეს ნებისმიერი საგნის მასწავლებლის, ან მასწავლებელთა ჯგუფის ჩართულობით. საკონკურსო ვიდეოები უნდა აიტვირთოს ვებპორტალზე https://www.youtube.com/ და ბმული გაზიარდეს ელექტრონულ მისამართზე nocyberbullying2019@gmail.com *. ბმულების მიღება გაგრძელდება მიმდინარე წლის 1 ივლისის ჩათვლით (დასაშვებია ანიმაციური ხასიათის ვიდეობიც).
ვიდეოს შინაარსი:
ვიდეო უნდა მოიცავდეს კიბერბულინგის და მასთან დაკავშირებული საფრთხეების თემატიკას, მოზარდების ურთიერთობას ციფრულ სივრცეში და ამ ურთიერთობების ეთიკას.
ვიდეოს შეფასების კრიტერიუმები:
1. თემასთან კავშირი
2. საკითხის სიმწვავე
3. მოსწავლეთა ჩართულობა
4. მასწავლებელთა ჩართულობა
5. ვიდეოგადაღების ხარისხი
6. ხმის ხარისხი/სმენადობა
7. მხატვრული მხარე/გამომსახველობითობა
8. ხანგრძლივობის პირობასთან შესაბამისობა.
*შენიშვნა: სხვა სახით გაზიარებული ვიდეოების განხილვა არ მოხდება
საუკეთესო მასწავლებლის კონკურსი
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი მასწავლებლის პროფესიის პოპულარიზაციის, პრესტიჟის ზრდის, წარმატებული პედაგოგიური პრაქტიკის გამოვლენისა და საზოგადოებისათვის საუკეთესო მასწავლებელთა წარდგენის მიზნით ატარებს ყოველწლიურ კონკურსებს:
2019 წლის საუკეთესო მასწავლებელის გამოსავლენად ცხადდება კონკურსები:
2019 წლის ინგლისური ენის საუკეთესო მასწავლებელი;
2019 წლის გერმანული ენის საუკეთესო მასწავლებელი;
2019 წლის რუსული ენის საუკეთესო მასწავლებელი;
2019 წლის ფრანგული ენის საუკეთესო მასწავლებელი;
2019 წლის ქართული, როგორც მეორე ენის საუკეთესო მასწავლებელი.
თითოეული კონკურსის ფარგლებში გამოვლინდება ერთი გამარჯვებული.
კონკურსში მონაწილეობა შეუძლია საქართველოს საჯარო და კერძო სკოლების ინგლისური , გერმანული, რუსული, ფრანგული და ქართული როგორც მეორე ენების უფროს, წამყვან და მენტორ მასწავლებლებს ასაკისა და პედაგოგიური სტაჟის მიუხედავად.
კონკურსში მონაწილეობა ნებაყოფლობითია და პედაგოგი თვითონ წარადგენს საკუთარ თავს კანდიდატად.
რეგისტრაციის ვადა: 2 მაისი 2019 – 16 მაისი 2019
კონკურსში გამარჯვებული უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმებს:
ა) საგნის და მისი სწავლების ღრმა და საფუძვლიანი ცოდნა - რაც გამოვლინდება წერილობით (მასწავლებლის პროფესიულ საქაღალდეში არსებული დოკუმენტების შემოწმება) და ზეპირად (ვიდეოჩანაწერი) წარმოდგენილი „ჩემი პედაგოგიური კრედოს“ საშუალებით (ვიდეო წარმოდგენილი უნდა იყოს იმ ენაზე, რომელსაც ასწავლის მასწავლებელი) ასევე, მასწავლებლის მიერ ჩატარებულ გაკვეთილებზე დასწრებით;
ბ) შემოქმედებითი უნარების დემონსტრირება - რაც გამოვლინდება მასწავლებლის მიერ გამოქვეყნებული მასალებით (წერილები, მეთოდური და სასწავლო ლიტერატურა, ბლოგი);
გ) მოსწავლეების სწავლის შედეგების დინამიკა - რაც დადასტურდება მოსწავლეების ქცევის, აკადემიური მოსწრების გაუმჯობესების ამსახველი მასალით;
დ) სწავლების ინოვაციური და ეფექტური მიდგომების გამოყენება - რაც დადასტურდება გაკვეთილზე დასწრებით და სხვა გაკვეთილების გეგმების გაცნობით;
ე) ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების სწავლება - რაც გამოვლინდება ეთნიკური, კულტურული, რელიგიური განსხვავებულობის მიმართ ტოლერანტული დამოკიდებულებით;
ვ) საზოგადოებრივი აღიარება და სამოქალაქო აქტივობა - რაც გამოვლინდება მასწავლებლის მონაწილეობით სასკოლო თუ საზოგადოებრივ ცხოვრებაში, მისი რეპუტაციით და აღიარებით თემის, ადგილობრივი მოსახლეობის, კოლეგების, სკოლის ადმინისტრაციისა და ფართო საზოგადოების მიერ.
ზ) პროფესიული განვითარება და გამოცდილების გაზიარება - რაც დადასტურდება მასწავლებლის მუდმივი ზრუნვით როგორც საკუთარ, ისე კოლეგების პროფესიულ განვითარებაზე (ჩართულობა პროფესიული განვითარების სხვადასხვა აქტივობაში; პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა; დამწყები და მომავალი მასწავლებლების მხარდაჭერა კონსულტაციის, მენტორინგის ან სხვა საშუალებებით; სხვა სახის საქმიანობა პროფესიის პოპულარიზაციის მიმართულებით).
თ) სამომავლო განვითარების გეგმები - რაც გამოვლინდება სამომავლო გეგმების შეფასებით, თანმიმდევრულობისა და მრავალფეროვნების მიხედვით.
რეგისატრაციისათვის,გთხოვთ ეწვიოთ ბმულს:
https://docs.google.com/forms/d/1O4n2qt3B3NL2_ffXYa5rB0ECqJr4pbJoYHkNY8at4Ac/viewform?fbclid=IwAR1XEWZIbWbLXtH1VG_9HaaBbD7qqdcvezYkn6O_oICBu-fgUYojVZyElDc&edit_requested=true
საკონკურსო აპლიკაციებში ყველა ველის შევსება სავალდებულოა. წინააღმდეგ შემთხვევაში მონაწილე გამოეთიშება კონკურსს.
საკონკურსო ვიდეოები (მაქსიმუმ 5წთ. ხანგრძლივობის, იმ ენაზე რომელსაც ასწავლის მასწავლებელი) გთხოვთ, გადმოგზავნოთ შემდეგ მისამართზე: sauketesomastsavlebeli@gmail.com
ათასწლეულის ინოვაციის კონკურსი
ათასწლეულის გამოწვევის ფოდი - საქართველოს ორგანიზებით, უკვე მეხუთედ, ათასწლეულის ინოვაციის კონკურსი გამოცხადდა. კონკურსში გამარჯვებული გუნდი აშშ-ში გაემგზავრება და NASA-ს კოსმოსური ცენტრის უნივერსიტეტის სასწავლო პროგრამაში მიიღებს მონაწილეობას.
20 ნოემბერს, საქართველოს ეროვნულ მუზეუმში კონკურსის გამოცხადების ღონისძიება გაიმართა, სადაც წინა წლების ფინალისტების ინოვაციური პროექტების გამოფენაც მოეწყო.
,,კონკურსის მიზანია ახალგაზრდებში ინოვაციების, ახალი ტექნოლოგიების შექმნის წახალისება, რადგანაც ფონდისთვის ადამიანური კაპიტალის განვითარება საინჟინრო-ტექნოლოგიური მიმართულებით პრიორიტეტულია,“ - აღნიშნა ათასწლეულის გამოწვევის ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა, მაგდა მაღრაძემ.
აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებლის, როს უილსონის განცხადებით, კონკურსის მთავარი მიზანია, ახალგაზრდები საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისადმი დაინტერესების გზით, 21-ე საუკუნის ნაწილად აქციოს.
კონკურსის გამოცხადების ღონისძიებას ესწრებოდნენ აშშ-ის და საქართველოს მთავრობების, საქართველოს განათლების სფეროს, საერთაშორისო და ადგილობრივი საგანანმანათლებლო და დონორი ორგანიზაციებისა და კერძო სექტორის წარმომადგენლები.
ნინო ხუნძაყიშვილმა, რომლის პროექტიც ,,რობოტი ლაბორანტი“ 2017-2018 წლის კონკურსის გამარჯვებულია, აღნიშნა, რომ პროექტზე მუშაობამ მის გუნდს დიდი გამოცდილება მისცა, NASA-ში წასვლა კი მისი ახდენილი ოცნებაა.
ჯამში, კონკურსში მონაწილება აქვს მიღებული 300-მდე გუნდს და 1000-მდე მოსწავლეს საქართველოდან. ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის მიზანია სკოლის მოსწავლეების ინტერესის და მოტივაციის ამაღლება საბუნებისმეტყველო მეცნიერებების, ტექნოლოგიების და ინჟინერიის მიმართ. კონკურსი ხელს უწყობს ქვეყანაში, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სფეროში, ახალ მიღწევებს.
ათასწლეულის ინოვაციის კონკურსი ათასწლეულის გამოწვევის ფონდის ორგანიზებით და აშშ-ის საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით 2014 წლიდან ხორციელდება. პროექტი საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან და NASA-ს კოსმოსური ცენტრის უნივერსიტეტთან თანამშრომლობით მიმდინარეობს. წელს, კონკურსის პარტნიორია თიბისი.
მონაწილეობის მისაღებად შევსებული აპლიკაცია MS Word ფორმატში უნდა გადმოგზავნოთ ელ ფოსტაზე: mia@mcageorgia.ge
აპლიკაციის გამოგზავნის ბოლო ვადა: 20 დეკემბერი, 2018.
მიგაჩნიათ, რომ თქვენი სკოლის საახალწლო თემაზე შექმნილი ვიდეო გამორჩეულია?! - მაშინ, გამოგვიგზავნეთ მოკლე საახალწლო სასკოლო ვიდეო და გახდით კონკურსის გამარჯვებული.
მოგვაწოდეთ ვიდეოები ჩვენი ელ-ფოსტის მისამართზე: info@etaloni.ge ან Etaloni.ge-ს ფესბუქ გვერდზე შეტყობინების საშუალებით.
გამარჯვებულები რამდენიმე ნომინაციაში გამოვლინდებიან, მათ შორის Facebook-ზე მოწონებების მიხედვით და „ეტალონის'' შემოქმედებითი ჯგუფის რჩეული.
საახალწლო სასკოლო მოკლე ვიდეოების გამოგზავნა შეგიძლიათ 13 დეკემბრიდან. გამარჯვებულები გამოვლინდებიან 18 იანვარს.
გაეცანით კონკურსის პირობებს:
საკონკურსო ვიდეოს გამოგზავნა შეუძლია სკოლის ადმინისტრაციას, პედაგოგს, მოსწავლეს ან სკოლის ნებისმიერ წარმომადგენელს;
მიღებული ვიდეოები განთავსდება და კონკურსში მონაწილედ განიხილება მხოლოდ სკოლის სახელით;
ვიდეო გადაღებული უნდა იყოს სკოლაში;
ვიდეო უნდა ატარებდეს საზეიმო-საახალწლო ხასიათს;
ვიდეოს ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 3 წუთს;
ვიდეოს შინაარსსა და მასში ასახულ პირებზე პასუხისმგებლობა ეკისრება ვიდეოს გამომგზავნს;
*შენიშვნა
კონკურსის დასრულების შემდეგ, Etaloni.ge - ს შემოქმედებითი ჯგუფი არაბუნებრივი გზით მიღებულ ლაიქებს გააბათილებს.
Etaloni.ge წარმატებებს გისურვებთ!
კონკურსი
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზციის მიზნით, საჯარო და კერძო სკოლების საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეებისთვის ვიდეორგოლებისა და სლოგანების კონკურსს აცხადებს.ვიდეორგოლების კონკურსში გამოვლენილი I, II და III ადგილზე გასული ნამუშევრების ავტორები დაჯილდოვდებიან დიპლომებითა და შესაბამისად 800, 700 და 600 ლარის ღირებულების კომპიუტერული ტექნიკისა და აქსესუარების სასაჩუქრე ვაუჩერებით.სლოგანის კონკურსში გამოვლენილი I, II და III ადგილზე გასული ნამუშევრების ავტორები დაჯილდოვდებიან დიპლომებითა და შესაბამისად 500, 400 და 300 ლარის ღირებულების კომპიუტერული ტექნიკისა და აქსესუარების სასაჩუქრე ვაუჩერებით.გამარჯვებული სლოგანებისა და ვიდეორგოლის ინტერნეტბმულების შესაბამის რესურსცენტრში წარდგენის ბოლო ვადაა 15 ნოემბერი, 2017წ.
პირველად საქართველოში - OLYINFO
ოლიმპიადაში გამარჯვებულები დაჯილდოვდებიან სპეციალური დიპლომებითა და ფასიანი, საინტერესო საჩუქრებით
მონაწილეობა შესაძლებელია სახლიდან გაუსვლელად. გარდა ამისა:
- არ გჭირდება სპეციალური მომზადება პროგრამირებასა და ალგორითმებში
- გჭირდება მხოლოდ კომპიუტერი, ინტერნეტი და ზოგადი საბაზო ცოდნა ინფორმატიკაში (იხილეთ საიტზე „აუცილებელი მოთხოვნები ცოდნისადმი“)
შენ გაქვს გამარჯვების შანსი, თუ გეხერხება ანალიტიკურ-ლოგიკური, ალგორითმული აზროვნება და გიყვარს ამ ტიპის ამოცანების ამოხსნა.
საშემოდგომო ოლიმპიადის რეგისტრაცია დაწყებულია. რეგისტრაციისათვის ეწვიეთ ჩვენს ვებ გვერდს: www.olyinfo.ge
გლობალური მოქალაქეობის ონლაინ კურსი (ENG)
UNESCO Apceiu აცხადებს რეგისტრაციას გლობალური მოქალაქეობის ონლაინ კურსზე. არ გამოტოვოთ ეს შესაძლებლობა. დეტალურად ნახეთ ბმულზე
About the Course
The course aims to provide an overview of the GCED (Global Citizenship Education) as well as its background, concepts under the framework of UNESCO, and guidelines for teaching and learning. The course will help participants gain an understanding of the key concepts and principles of GCED, recognize educational issues relevant to GCED, and identify pedagogical approaches to GCED.
Chapter 1 The World We Live in 1
Chapter 2 The World We Live in 2
Chapter 3 The Education We Need
Chapter 4 Emergence of GCED as Global Education Agenda
Chapter 5 Understanding GCED within SDG4
Chapter 6 Who is a Global Citizen?
Chapter 7 What is Global Citizenship Education(GCED)?
Chapter 8 Thematic Areas of GCED
Chapter 9 Learning Contents of GCED
Chapter 10 Teaching GCED to Transform: Pedagogical Principles of GCED
Chapter 11 How to Teach GCED Effectively: Teaching Strategies and Approaches
Chapter 12 GCED in Practice: Teaching GCED in Classroom
გლობალური მოქალაქეობის ონლაინ კურსი (ENG)
UNESCO Apceiu აცხადებს რეგისტრაციას გლობალური მოქალაქეობის ონლაინ კურსზე. არ გამოტოვოთ ეს შესაძლებლობა. დეტალურად ნახეთ ბმულზე
About the Course
The course aims to provide an overview of the GCED (Global Citizenship Education) as well as its background, concepts under the framework of UNESCO, and guidelines for teaching and learning. The course will help participants gain an understanding of the key concepts and principles of GCED, recognize educational issues relevant to GCED, and identify pedagogical approaches to GCED.
Chapter 1 The World We Live in 1
Chapter 2 The World We Live in 2
Chapter 3 The Education We Need
Chapter 4 Emergence of GCED as Global Education Agenda
Chapter 5 Understanding GCED within SDG4
Chapter 6 Who is a Global Citizen?
Chapter 7 What is Global Citizenship Education(GCED)?
Chapter 8 Thematic Areas of GCED
Chapter 9 Learning Contents of GCED
Chapter 10 Teaching GCED to Transform: Pedagogical Principles of GCED
Chapter 11 How to Teach GCED Effectively: Teaching Strategies and Approaches
Chapter 12 GCED in Practice: Teaching GCED in Classroom
No comments:
Post a Comment