კანონები


                     კანონი ტექნოლოგიების შესახებ

        

დადებითი ეთიკური პრინციპები 


  •       არსებობს რამდენიმე დადებითი ეთიკური პრინციპი, რომლებიც ინტერნეტში, ქსელში, კომპიუტერთან მუშაობისას თუ, ზოგადად, ცხოვრებაში უნდა გავითვალისწინოთ:
  •       ინფორმაციის კონფიდენციალურობა არის ტერმინი, რომელიც აღკვეთს ინფორმაციის გამჟღავნებას არა ავტორიზებულ პირზე. მაგალითად, ბანკის საკრედიტო ბარათის ნომერი ან პინ-კოდი არ უნდა იცოდეს სხვამ (არასანდო პირმა), განსაკუთრებით ინტერნეტში;
  •      ინფორმაციის მთლიანობა გულისხმობს, რომ ინფორმაცია იყოს სწორი და თანმიმდევრული. ინფორმაციის მთლიანობა დაირღვევა, თუ ის შეუმჩნევლად შეიცვლება. შესაძლებელი უნდა იყოს ცვლილების აღმოჩენა;
  •     ინფორმაციის ხელმისაწვდომობა გულისხმობს, რომ მომხმარებელმა საჭიროების შემთხვევაში უნდა შეძლოს ინფორმაციის მიიღება (კანონიერი გზით).
  • პოზიტიური სოციალური უნარ-ჩვევების დემონსტრირება ნიშნავს - არ დავარღვიოთ მინიმუმ ზემოთ ჩამოთვლილი სამი წესი. მაგალითად:
  •     არ გავავრცელოთ სხვისი პირადი ანუ კერძო ანუ კონფიდენციალური ინფორმაცია, მის დაუკითხავად
  •      არ შევცვალოთ მეგობრის დამზადებული ფაილები მის დაუკითხავად
  •     არ წავშალოთ მეგობრის ბლოგზე გამოქვეყნებული ინფორმაცია, სხვისი ფაილები, არ დავაზიანოთ სისტემური ფაილები.
  • თუ მეგობარს ან სხვა მომხმარებელს თავად არ შეუძლია საკუთარი ინფორმაციის კონფიდენციალურობის, მთლიანობის ან ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა, ჩვენ ეს ბოროტად არ უნდა გამოვიყენოთ!

        კანონი ზოგადი განათლების შესახებ

           შრომის კოდექსი




მონაცემთა დაცვის შესახებ კანონი და მისი ეფექტი
















No comments:

Post a Comment