meToduri orientirebi
meToduri
uzrunvelyofa efuZneba erovnul saswavlo gegmaSi
warmodgenil
ZiriTad meTodur orientirebs:
• siRrmiseuli
swavleba (masalis etapobrivad da
mravalmxrivad miwodeba, axali cnebebis safuZvlianad da gansxvavebul
konteqstebSi ganxilva, saganTaSorisi kavSirebis gamovlena)
• motivaciis
gazrda (moswavle unda xedavdes
davalebis mizans, mis saWiroebas, kavSirs realur cxovrebasTan)
• moswavleTa
CarTuloba.
tradiciulad
swavleba mimarTulia codnis garkveuli moculobis dauflebaze, xolo moswavlis
inteleqtualuri da SemoqmedebiTi unarebis ganviTarebas naklebi yuradReba eqceva.
codnis daufleba SeuZlebelia gonebrivi SesaZleblobebis ganviTarebis gareSe, xolo
codna, romelic dRes sakmarisad iTvleba, xval ukve arasakmarisia. es
gansakuTrebiT teqnologiur sferos exeba, romelic elviseburi siswrafiT viTardeba.
swored amitom
Tanamedrove ganaTlebis mTavari amocanaa yuradRebis gadatana codnis gadacemis
procesidan moswavlis gonebriv da SemoqmedebiT ganviTarebaze. moswavles unda
gadavceT ara garkveuli moculobis mza codna, aramed ganuviTaroT codnis
damoukideblad mopovebisa da gamoyenebis unari. aseTi amocanebis gadawyveta
SeuZlebelia tradiciuli
saswavlo procesis mniSvnelovani Secvlis gareSe.
saswavlo procesis mniSvnelovani Secvlis gareSe.
mTavari
cvlileba unda Seexos maswavleblisa da moswavlis rols saswavlo procesSi.
moswavle unda ganixilebodes ara saswavlo procesis obieqtad, romelsac unda
gadaeces garkveuli codna, aramed saswavlo procesis aqtiur subieqtad, romelic
maswavleblis mxardaWeriT agebs sakuTar codnas, iZens damoukideblad swavlis
unar-Cvevebs.
meToduri
rekomendaciebi
nebismieri
sagani, maT Soris ist ganixileba ara rogorc mizani, romelsac unda miaRwios
moswavlem, aramed rogorc erTerTi saSualeba moswavlis individualuri SesaZleblobebis
ganviTarebisa. maswavlebeli, sakuTari sagnis mravalferovani saSualebebis
gamoyenebiT unda eswrafodes mTavari amocanis gadaWras – moswavlis pirovnebis
ganviTarebas.
ganviTarebas.
swavlaSi
umniSvnelovanesi roli eniWeba moswavlis Sinagan motivacias iswavlos ise, rom
SeZlos rTuli problemebis gadawyveta. dawyebiTi skolis moswavleebis motivaciis
amaRlebis mTavari wyaro interesis gaRvivebaa sagnisadmi.
amis gakeTeba sakmaod
rTulia. am asakSi moswavleebs ar SeuZliaT didi xniT dauTmon yuradReba imas, rac
maTi interesebis farglebs gareTaa. swavlebis sxvadasxva efeqturi xerxebi,
mxolod mokle droiT ipyrobs maT yuradRebas. Tanamedrove pedagogika erT-erT
gamosavals xedavs iseT midgomaSi, romelsac hqvia _ `swavla keTebiT~.
swored es midgoma udevs
safuZvlad warmodgenili saxelmZRvaneloebis serias. praqtikuli davalebebisa da
gansakuTrebiT proeqtebis ganxorcielebis procesSi moswavleebi swrafad euflebian
teqnologiur instrumentebs, amyareben kavSirs sxva sagnebTan, qmnian realur da
sasargeblo informaciul produqtebs. es zrdis moswavleebis motivacias da,
Sesabamisad, maT Sedegebs.
საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენება უწყვეტი განათლებისათვის
რეზიუმე: თანამედროვე ინფორმაციული ტექნოლოგიები არსებითად განსაზღვრავს განათლების მომავალს. ამით საფუძველი ეყრება სამყაროს განვითარებისა და მასთან ადაპტაციის ნორმალურ პირობებს. ტექნიკური პროგრესი მოითხოვს, განათლების სისტემამ ფეხი აუწყოს სიახლეებს. ეს მასწავლებელს საშუალებას მისცემს, შეცვალოს სწავლების მეთოდები და მიდგომები. როგორც დაკვირვებამ გვიჩვენა, საინფორმაციო ტექნოლოგიების დანერგვამ დააჩქარა სწავლების პროცესი და აამაღლა მისი ხარისხი, თვისებრივად შეცვალა სწავლების პროცესი და შედეგი:
- ხელი შეუწყო მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებას და მათ ინტეგრაციას საზოგადოებასთან;
- გამოიწვია მოსწავლეთა ახალი უნარების განვითარება;
- მოახდინა სასწავლო დროის ეკონომია;
მზა წყაროებზე დაყრდნობით შეივსეს ცოდნა და შეძლეს კვლევა-ძიების დამოუკიდებლად წარმართვა.
შედეგად, მოსწავლეები მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ საინფორმაციო ტექნოლოგიები უნდა გამოიყენონ არა მხოლოდ გართობის მიზნით, არამედ იმ ცოდნის შესაძენად, რომელსაც ცხოვრებაში გამოიყენებენ და განავითარებენ. თანამედროვე ინფორმაციული ტექნოლოგიები, როგორც მეცნიერულ კვლევათა პროდუქტი, არსებითად განსაზღვრავს განათლების მომავალს. ამით საფუძველი ეყრება სამყაროს განვითარებისა და მასთან ადამიანის ადაპტაციის ნორმალურ პირობებს.
რატომ საგანმანათლებლო ტექნოლოგია?
საგანმანათლებლო ტექნოლოგიების გამოყენება შესაძლებლობას აძლევს პედაგოგებს, სწავლების სხვადასხვა მეთოდთან ტექნოლოგიების ინტეგრირებით უფრო მეტ შედეგს მიაღწიონ. ტექნოლოგიების გამოყენება ხელს უწყობს მოსწავლეთა ჰარმონიულ ინტეგრაციას საინფორმაციო საზოგადოებასთან, მოტივაციის ამაღლებას, უნარებისა და სწავლის სურვილის ფორმირებას, ეხმარება მოსწავლეს ცოდნის დაუფლებაში და საშუალებას აძლევს მოსწავლეს გამოავლინოს და განავითაროს ისეთი უნარები, როგორებიცაა:
მიზნის გაცნობიერება; .
ადრე მიღებული ცოდნის აქტიური რეპროდუცირება; .
მზა წყაროებზე დაყრდნობით ცოდნის შევსება; .
კვლევა–ძიების დამოუკიდებლად წარმართვა;
საინფორმაციო ტექნოლოგიების დანერგვა სწავლებაში მასწავლებელს საშუალებას აძლევს თვისებრივად შეცვალოს სწავლების შინაარსი, მეთოდები და ორგანიზაციული ფორმები, განახორციელოს სწავლებისადმი შემოქმედებითი მიდგომები, მოახდინოს სასწავლო პროცესის ჰუმანიზება, ინდივიდუალიზაცია, ინტენსიფიკაცია, რაც გამოიწვევს სწავლების ხარისხის გაუმჯობესებას. მასწავლებელი, რომელიც პედაგოგიურ მოღვაწეობაში ინფორმაციულ ტექნოლოგიებს იყენებს, უფრო მეტად მობილურია, მიისწრაფვის სიახლეებისაკენ, ითვისებს პიროვნებაზე ორიენტირებულ ცოდნას. განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს სწავლებაში საინფორმაციო ტექნოლოგიების ემოციოგენურობის ფაქტორი, მისი გამოყენების პოზიტიური და დადებითი გავლენა მოსწავლეებზე. სწორედ ინფორმაციული ტექნოლოგიები იძლევა შესაძლებლობებს, შექმნან, შეინახონ, გადაამუშავონ ინფორმაცია და ეფექტურად წარუდგინონ ის მოსწავლეებს. სწავლების ეფექტურობის მისაღწევად საჭიროა არსებული პედაგოგიური გამოცდილებისა და მეცნიერული კვლევების შერწყმა თანამედროვე ინფორმაციულ ტექნოლოგიებთან, რაც გულისხმობს ძირძველი ტრადიციული პედაგოგიური გამოცდილების რეალიზებას, რაც საგანმანათლებლო სივრცის ხარისხობრივ ცვლილებებს გამოიწვევს.
მზარდია ინფორმაციული ტექნოლოგიების როლი ყველა მიმართულებით. მთელი მსოფლიო, განსაკუთრებით კი განვითარებული ქვეყნები, ცდილობენ ინფორმაციული ტექნოლოგიების დანერგვას სხვადასხვა, მათ შორის განათლების სფეროში. საგანმანათლებლო სისტემა აქტიურად ცდილობს ადრეული ასაკიდანვე ბავშვებისთვის ინფორმაციული ტექნოლოგიების ეფექტურად გამოყენების უნარების განვითარების ხელშეწყობას.
აღნიშნული საგანმანათლებლო ტექნოლოგიები ხელს უწყობს:
მოსწავლეთა ჰარმონიულ ინტეგრაციას საინფორმაციო საზოგადოებასთან;
მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებას;
თანამედროვე საინფორმაციო ტექნოლოგიები ხელს უწყობს უნარებისა და სწავლის სურვილის ფორმირებას ცოდნის დაუფლებაში.
საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენება ეხმარება მოსწავლეს გამოავლინოს და განავითაროს ისეთი უნარები, როგორებიცაა: მიზნის გაცნობიერება; ადრე მიღებული ცოდნის აქტიური რეპროდუცირება; მზა წყაროებზე დაყრდნობით ცოდნის შევსება; . კვლევა–ძიების დამოუკიდებლად წარმართვა;
საინფორმაციო ტექნოლოგიების დანერგვა სწავლებაში მასწავლებელს საშუალებას აძლევს თვისებრივად შეცვალოს სწავლების შინაარსი, მეთოდები და ორგანიზაციული ფორმები, განახორციელოს სწავლებისადმი შემოქმედებითი მიდგომები, მოახდინოს სასწავლო პროცესის ჰუმანიზება, ინდივიდუალიზაცია, ინტენსიფიკაცია, რათა მიღწეულ იქნას სწავლების ხარისხის გაუმჯობესება. საინფორმაციო ტექნოლოგიების დანერგვა მკვეთრად აჩქარებს სწავლების პროცესს და ამაღლებს მის ხარისხს, ახდენს სასწავლო დროის ეკონომიას. მასწავლებელი, რომელიც იყენებს ინფორმაციულ ტექნოლოგიებს თავის პედაგოგიურ მოღვაწეობაში, უფრო მეტად მობილურია, მიისწრაფვის სიახლეებისაკენ, ითვისებს პიროვნებაზე ორიენტირებულ ცოდნას.
როგორც „European Commission Directorate General Information Society and Media“ - ის მიერ გამოქვეყნებულ კვლევაში („ Survey of Schools: ICT in education“) არის აღნიშნული, ევროკავშირის სკოლებში მასწავლებლებისა და მოსწავლეების მიერ ინფორმაციული ტექნოლოგიების გამოყენების მაჩვენებელი უპრეცედენტოდ მაღალია, ხოლო მათი შეფასება - უჩვეულოდ პოზიტიური და იმედის მომცემი. კვლევის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი იყო ე.წ. „teacher index“, რომელშიც მოცემულია მასწავლებლების მიერ ინფორმაციული ტექნოლოგიების გამოყენების ინტენსივობისა და ეფექტიანობის ამსახველი რამდენიმე გრაფიკი და დიაგრამა, ხოლო დასკვნაში წერია: „კვლევის ანალიზით დადგინდა, რომ წარმატებული და თავდაჯერებული მასწავლებლები კლასში მუშაობის დროს გაცილებით ინტენსიურად იყენებენ ინფორმაციულ ტექნოლოგიებს, ძირითადად კომპიუტერებს, ინტერნეტს და პროექტორს. ასევე დადგინდა, რომ როცა მასწავლებლების წვდომა სხვადასხვა სახის ინფორმაციულ ტექნოლოგიასთან გარკვეული მიზეზების გამო დაბალია, ეს მნიშვნელოვან გავლენას ახდენს მათი მუშაობის ნაყოფიერებაზე. სხვა მრავალ ფაქტორთან ერთად, ამ კვლევით ნათლად გამოჩნდა პირდაპირპროპორციული კავშირი მასწავლებლების წარმატებულ, ნაყოფიერ მუშაობასა და მათ მიერ ინფორმაციული ტექნოლოგიების გამოყენების ინტენსივობას შორის.
გარდა ამისა, კვლევის დასკვნაში ვკითხულობთ: „სკოლის მასწავლებლები მთელი ევროპის მასშტაბით უკვე თავიანთ პირად არასამუშაო დროს აქტიურად უთმობენ ინფორმაციულ ტექნოლოგიებში თვითგანვითარებას და მათი მოტივაცია ნათელია - მოემზადონ უკეთ 21-ე საუკუნის სასკოლო გარემოსთვის. პოლიტიკოსები გონიერებას გამოიჩენენ მაშინ, თუ გამოიყენებენ მასწავლებელთა ამ დიდებულ მოტივაციას და მოამარაგებენ მათ ინფორმაციული ტექნოლოგიის უახლესი ინოვაციური საშუალებებით. ინფორმაციული ტრენინგის ინტენსივობა თუ თავად გამოყენებული ინფორმაციული ტექნოლოგიები საკმაოდ განსხვავდება ერთმანეთისგან, ევროპის სკოლებში ძირითადად იყენებენ კომპიუტერებს, როგორც პერსონალურს, ასევე ლეპტოპებს. ასევე სხვადასხვა სახის გაჯეტებს. კომპიუტერებს მასწავლებლები იყენებენ იმისთვის, რომ ჯგუფს მისცენ დავალებები, არა მარტო კლასში, არამედ კლასს გარეთ მუშაობისთვის. მასწავლებლები კომპიუტერებს გამოიყენებენ ასევე ვიზუალური თუ აუდიო გამოსახულებისთვის რაც ერთი-ორად აადვილებს ნებისმიერი საგნის სასწავლო მასალის ათვისებას მოსწავლეების მიერ. ზემოხსენებული გაჯეტები, ისევე როგორც კომპიუტერები, იძლევა იმის საშუალებას, რომ მასწავლებლებმა და მოსწავლეებმა გამოიყენონ სპეციალურად შექმნილი პროგრამები თუ აპლიკაციები, მაგალითად, როგორიცაა, ყველასათვის ცნობილი Microsoft Word იმისთვის, რომ გააკეთონ ჩანაწერები. მასწავლებლები და მოსწავლეები ასევე იყენებენ სმარტფონებს აკადემიური მიზნებისათვის. E-learning ძალიან პოპულარული ხდება მთელ მსოფლიოში, რადგან იგი საოცრად მოსახერხებელია და ხელმისაწვდომია ნებისმიერ ადგილას. სმარტფონების საშუალებით მოსწავლეებს შეუძლიათ აკადემიური ინფორმაციის მოძიება სპეციალური „საგანმანათლებლო მობილური აპლიკაციების“ საშუალებით. ევროპის სკოლებში ასევე იყენებენ ე.წ. „ჭკვიან დაფებს“(smart interactive Whiteboards). ასეთ დაფებს აქვთ სენსორული ზედაპირი, რაც მასწავლებლებსა თუ მოსწავლეებს საშუალებას აძლევს, პრეზენტაციისა თუ ნებისმიერი მასალის ახსნის დროს კლასში, სპეციალური კალმით მიუთითონ ეკრანზე სასურველ ინფორმაციაზე, დახატონ, დაწერონ მასზე, ასევე გადართონ სლაიდები, გაადიდონ ეკრანი. დაფაზე მუშაობა ორ ადამიანსაც შეუძლია ერთდროულად. პროექტორების გამოყენებით შესაძლებელია ამ დაფებზე ვიზუალური ეფექტების შექმნა და როგორც მასწავლებლები ამბობენ, ამით სასწავლო პროცესი გაცილებით უფრო სახალისო და საინტერესო ხდება ნებისმიერი ასაკის მოსწავლეებისათვის. ძალიან ხშირად ისეთი სკოლის მასწავლებლები, სადაც არ არსებობს გამართული და თანამედროვედ აღჭურვილი საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ლაბორატორიები, თვალსაჩინოებათა წარმოსადგენად, სწორედ ასეთი სახის ვიდეოებს იყენებენ, რაც საკმაოდ ეფექტურია.
აქვე ალბათ, საინტერესო იქნება, თუ განვიხილავთ ფინეთის საგანმანათლებლო სისტემის მაგალითს, რომელიც, რა თქმა უნდა, ინფორმაციულ ტექნოლოგიებსაც უკავშირდება. იგი იმდენად ინოვაციური და საინტერესო აღმოჩნდა, რომ ბოლო რამდენიმე წელია მთელი მსოფლიო ამ სისტემას განიხილავს. სანამ ტექნოლოგიას შევეხებით, მანამდე უნდა ითქვას, რომ ფინეთის საგანმანათლებლო სისტემა სრულიად განსხვავებული და უპრეცედენტო ფენომენია. მაგალითად, ყველა მასწავლებელს მოეთხოვება მაგისტრის ხარისხი და შესაბამისად კონკურენციაც საოცრად ძლიერია, ყველა სკოლას და რაც უნდა წარმოუდგენელი იყოს, ყველა მოსწავლეს, ინდივიდუალური სასწავლო გეგმა აქვს შედგენილი, ინდივიდუალური მიზნები და ამოცანები აქვს დასახული. ამის პარალელურად კი ფინეთში გადაწყვიტეს, რომ ტექნოლოგიების დანერგვა აუცილებელი ნაბიჯი იყო შემდგომი განვითარებისთვის. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ 2016 წელს ფინეთის ეროვნული გამოცდა, რომელიც ერთადერთი გამოცდაა სკოლის დამთავრების შემდეგ , უკვე ციფრული გახდა და კომპიუტერებთან ტარდება. „ფინელ მასწავლებელთა უმრავლესობისთვის სწავლა ნიშნავს გონივრული კავშირის დამყარებას უკვე ნასწავლ მასალასა და იმ ინფორმაციას შორის, რომელიც გონებას ჯერ არ აუთვისებია, ამისთვის, კი ინფორმაციული ტექნოლოგიების გამოყენება საუკეთესო შედეგის მომტანია“ - ამბობს ფინელი მწერალი და განათლების ექსპერტი პასი საჰლბერგი. მიუხედავად იმისა, რომ მასწავლებელთა ნაწილი კონსერვატორულ დამოკიდებულებას იჩენს და ხშირად უნდობლობას უცხადებს ინოვაციურ ტექნოლოგიებს სკოლებში, ნელ-ნელა ყველასათვის ნათელი ხდება, რომ მასწავლებელი უნდა იქცეს იმ ადამიანად, რომლის მთავარი მოვალეობა იქნება, მოსწავლეთა ძალები და რესურსები მიმართოს ცნობისმოყვარეობისა და ახლის გაგების სურვილისაკენ. აამაღლოს მათი მოტივაცია და რაც მთავარია, დაეხმაროს მათ იმის გარკვევაში, რა უნდათ აკეთონ ცხოვრებაში.
საქართველოს საგარეო კურსი ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციისკენ არის მიმართული, ჩვენ ვცდილობთ დემოკრატიული რეფორმებით გავაუმჯობესოთ სოციალური, ეკონომიკური პირობები, განვავითაროთ სხვადასხვა ინსტიტუცია და საბოლოოდ გავხდეთ ძლიერი დემოკრატიული ევროპული სახელმწიფო. „მე ვარ ქართველი და მაშასადამე ვარ ევროპელი“. ამ ყველაფრის მისაღწევად კი ერთ-ერთი უპირველესი და უმთავრესი გზა სწორედ განათლებაზე გადის. განათლების საძირკველი კი სწორედ სკოლაა, ადგილი, სადაც მოსწავლეები საბაზისო ზოგად განათლებას იღებენ, ამისთვის კი აუცილებელია, ფეხი ავუწყოთ მსოფლიოს განვითარებული ქვეყნების რიტმს. ჩვენს საუკუნეში განვითარება და ტექნოლოგიები ურთიერთგადაჯაჭვული ცნებებია, განსაკუთრებული მნიშვნელობა კი ინფორმაციულ ტექნოლოგიებს ენიჭება. საქართველოს სკოლების ტექნიკური ბაზები არც თუ ისე მოუწესრიგებელია, სკოლათა უმრავლესობას აქვს პერსონალური კომპიუტერები, ლეპტოპები და პროექტორები, ხოლო რამდენიმე ათეულ სკოლაში მოწყობილია „მომავლის კლასი“.
ზემოხსენებული „მომავლის კლასები“ ულტრათანამედროვე ტექნიკითაა აღჭურვილი. რაც მასწავლებლებს საშუალებას აძლევს ჩაატარონ ინტეგრირებული გაკვეთილები. საქართველოს მასშტაბით არსებულ ყველა „მომავლის კლასთან“ ონლაინ ჩართვაა შესაძლებელი. გარდა ამისა, გაკვეთილზე მასწავლებელს საშუალება აქვს მონიტორის საშუალებით თვალყური ადევნოს მუშაობის პროცესს. საჭიროების შემთხვევაში გაუწიოს დახმარება, გაუგზავნოს მათ კომენტარი. მრავალფუნქციურ საკლასო ოთახში შესაძლებელია ჩატარდეს ინგლისურის, ქართულის, ქიმიის, ბიოლოგიის, ფიზიკის, გეოგრაფიის, მათემატიკის, მუსიკის გაკვეთილები. სხვადასხვა საგნების სწავლებისას გამოყენებულ იქნეს ვირტუალური ლაბორატორიები და სასწავლო „იარაღები“ (სახაზავი, ტრანსპორტირი, ფარგალი და სხვადასხვა ფიგურების ასაგები ხელსაწყოები). მოსწავლეებს საშუალება აქვთ შეინახონ და შემდგომ გამოიყენონ ჩატარებული გაკვეთილების ელექტრონული ვერსია. მაღალი ხარისხის ვიზუალიზაცია და აუდიო სისტემა ახალი მასალის ეფექტური პრეზენტაციის საშუალებას იძლევა.“
დაბოლოს, უნდა შევეხოთ ინფორმაციულ ტექნოლოგიათა გამოყენების ზომიერებასა და სიფრთხილეს დაწყებით კლასებში. გასათვალისწინებელია მოზარდის ასაკობრივი თავისებურებები, რის მიხედვითაც უნდა განისაზღვროს კომპიუტერის მონიტორთან მოსწავლის მუშაობის დროის ხანგრძლივობა. ანიმაციური პროგრამების რეალიზების დროს, მონიტორზე გამოტანილია ანიმაციური საგნების ფერის, მოძრაობის სინქრონიზების, მუსიკალური ტონალობის და ა. შ. შერჩევა. კიდევ უფრო დიდ სირთულესთან გვაქვს საქმე, მოზარდის მიერ ისეთ ინტერნეტსაიტებთან ხელმისაწვდომობის შემთხვევაში, რომელიც მის ასაკს არ შეეფერება და მისთვის აუნაზღაურებელი ზიანის მოტანა შეუძლია. ამ დროს იგი, ყოველგვარი კონტროლის გარეშე, ექცევა მისი ფსიქოლოგიური ზემოქმედების ქვეშ. ამისათვის საჭიროა, ვეძებოთ გზები მოზარდის მავნე ზემოქმედებისაგან დასაცავად. ინფორმაციული უშიშროება კი მთლიანად უკავშირდება სახელმწიფო პოლიტიკას, რათა უზრუნველყოს ამ სფეროს სამართლებრივი რეგულირება.
თანამედროვე საინფორმაციო ტექნოლოგიების დანერგვა სწავლებაში მასწავლებელს საშუალებას აძლევს, თვისებრივად შეცვალოს სწავლების შინაარსი, მეთოდები და ორგანიზაციული ფორმები უწყვეტი განათლებისაკენ, განახორციელოს სწავლებისადმი შემოქმედებითი მიდგომები, მოახდინოს სასწავლო პროცესის ჰუმანიზება, ინდივიდუალიზაცია, ინტენსიფიკაცია, რათა მიღწეულ იქნას სწავლების ხარისხის გაუმჯობესება. მასწავლებელი, რომელიც იყენებს ინფორმაციულ ტექნოლოგიებს თავის პედაგოგიურ მოღვაწეობაში, უფრო მეტად მობილურია, მიისწრაფვის სიახლეებისაკენ, ითვისებს პიროვნებაზე ორიენტირებულ ცოდნას. დღეს უკვე ვითარდება და ფეხს იკიდებს დისტანციური სწავლება, რომელიც ინფორმაციული ტექნოლოგიების გამოყენების მაღალი საფეხურია. იგი წარმოადგენს თანამედროვე ინფორმაციულ ტექნოლოგიებზე დაფუძნებულ, საგანმანათლებლო პროცესების ახალი სახით ორგანიზებას. დისტანციური სწავლების სისტემის ფორმირება და განვითარება რთული და მრავალმხრივი პროცესია. დისტანციური სწავლება კი არ უარყოფს ტრადიციული სწავლების ფორმებს, არამედ იგი ინფორმაციული ტექნოლოგიების საშუალებით ახდენს მისი რეზერვების ბალანსირებულ გამოყენებას, ამდიდრებს ინოვაციური სცენარებითა და წარმოდგენებით.
ჩავატარე კვლევა მერვე-მეთორმეტე კლასში, 80 მოსწავლეს შევავსებინეთ კითხვარი, ანკეტირების მეშვეობით გამოკითხვამ აჩვენა, რომ ინფორმაციის მიღების მიზნით, ინტერნეტსივრცეს იყენებს გამოკითხულ მოსწავლეთა 32 %; ხოლო დანარჩენი უფრო მეტ დროს ვიდეოთამაშებს, ვიდეოფილმებს და სოციალური ქსელით ურთიერთობას უთმობს, რაც ნამდვილად არ არის სახარბიელო. საჭიროა, ვეძებოთ გზები მოზარდის ინტერნეტის მავნე ზემოქმედებისაგან დასაცავად. ამის ნათელი მაგალითი და დასტური შემიძლია მოვიყვანო, კვლევის შემდეგ სკოლის მოსწავლეები მიწვევით წავიყვანე ტექნიკური უნივერსიტეტის საინფორმაციო ელექტროლაბორატორიაში, ბატონ დავით სონღულაშვილთან, სადაც მათ საინფორმაციო ტექნოლოგიების და ინტერნეტის მეშვეობით გვანახეს ფიზიკის, ქიმიის, მათემატიკის, ქართულის, ბიოლოგიის მუსიკის გაკვეთილები, ჩაატარეს ცდები ელექტრონული ტექნიკის და ინტერნეტის დახმარებით; ამ პროცესმა დიდი ინტერესი გამოიწვია მოსწავლეებში და მათთვის ასეთი მეთოდი გახდა სასიამოვნო და საინტერესო.
საბოლოო ჯამში, როგორც უკვე აღინიშნა, ინფორმაციულ ტექნოლოგიებს საკვანძო როლი აკისრია თანამედროვე მსოფლიოს წამყვან ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში სასწავლო პროცესის შესაბამისად წარმართვისთვის, თუმცა, სამწუხაროდ საქართველოში ამ კუთხით მდგომარეობა ჯერ კიდევ არცთუ სახარბიელოა.
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ გატარებული რეფორმები, ცხადია, ხელს უწყობს ამ მიმართულებით გარემოს გაჯანსაღებას და განვითარებას, თუმცა რეალური შედეგების მისაღწევად აუცილებელია, საზოგადოების დიდმა ნაწილმა გააცნობიეროს ინფორმაციული ტექნოლოგიების სარგებლობის დადებითი მხარეები და უკეთ გამოიყენოს უკვე არსებული რესურსები სასწავლო პროცესში.
გამოყენებული ლიტერატურა:
ჩაჩანიძე გ., სართანია ვ., ინტერნეტ–განათლების ტექნოლოგიები და მისი განვითარების პერსპექტივები, მონოგრაფია, თბილისი, 2004 წ.
ნანობაშვილი ქ., ზივზივაძე მ., მათემატიკის ზოგიერთი საკითხის კომპიუტერული სწავლების მეთოდიკა ელემენტარულ სკოლაში, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა, ქუთაისი, 2005 წ.
ჩაჩანიძე გ., ნანობაშვილი ქ., ზოიძე ნ., ინფორმატიკისა და განათლების მეცნიერების ინტერდისციპლინარული კავშირები. იხ: III საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია თემაზე: ,,კომპიუტინგი/ინფორმატიკა, განათლების მეცნიერებები, მასწავლებლის განათლება“, ბათუმი, 2014 წ.
ფრანგიშვილი ა., ჩაჩანიძე გ., ნანობაშვილი ქ., დისტანციური განათლების ინტერდისციპლინარული პროცესების მოდელირება. იხ: IV საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია თემაზე: ,,კომპიუტინგი/ინფორმატიკა, განათლების მეცნიერებები, მასწავლებლის განათლება“, თბილისი, 2016 წ.
ნანობაშვილი ქ., ზივზივაძე მ., კაკაშვილი გ., დისტანციური სწავლება, როგორც უწყვეტი განათლების საშუალება. იხ: IV საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია თემაზე: ,,კომპიუტინგი/ინფორმატიკა, განათლების მეცნიერებები, მასწავლებლის განათლება“, თბილისი, 2016 წ.
European Commission Directorate General Information Society and Media - ის მიერ გამოქვეყნებული კვლევა „ Survey of Schools: ICT in education“
როგორ უნდა წარვმართოთ გაკვეთილი შეფერხებების გარეშე - კლასის მართვის სტრატეგიები
ტერმინი "კლასის მართვა" აღწერს პროცესს, რომელიც მიზნად ისახავს გაკვეთილების შეფერხებების გარეშე წარმართვას. ეს ასევე გულისხმობს მოსწავლის ხელისშემშლელი ქცევების პრევენციას. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომელიც გაკვეთილის ნორმალურ მსვლელობას განაპირობებს არის კლასში ქცევის წესებისა და პროცედურების დადგენა, რომელიც მასწავლებელმა წლის დასაწყისშივე მოსწავლეებთან ერთად უნდა შეიმუშაოს.
წესები უფრო ფორმალური, წერილობითი ხასიათისაა და ისეთი ტიპის ფორმულირებებს მოიცავს, რომლის წყალობით მოსწავლემ იცის, თუ რის გაკეთების უფლება აქვს და რისი - არა. პროცედურა უფრო არაფორმალური ხასიათისაა და კონკრეტული წესების განხორციელების გზებია. ძალიან ნაყოფიერ შედეგს იძლევა ის პრაქტიკა, რომლის მიხედვითაც თვითონ მოსწავლეები არიან ჩართულნი წესების შედგენაში, რადგან მათ უვითარდებათ პასუხისმგებლობისა და საკუთრების შეგრძნება.
მაგალითად, მოსწავლეებმა და მასწავლებელმა შეიძლება შექმნან "საკლასო კონსტიტუცია" ანუ კლასში ქცევის წესების და პროცედურების ერთობლიობა. საკლასო კონსტიტუციის შედგენის დროს მოსწავლეები თავისუფლად გამოთქვამენ თავიანთ შეხედულებებს, თუ რა არის მათი აზრით მოსწავლეებისათვის მისაღები ქცევები და, შესაბამისად, მსჯელობენ კლასის წესებსა და პროცედურებზე (სხვისი პატივისცემა, კლასის სისუფთავის შენარჩუნება და სხვა); მასწავლებელი მოსწავლეების ყურადღებას მიმართავს კონკრეტული წესების შესრულების მნიშვნელობაზე, იმ მიზეზებზე, თუ რატომ არ შეიძლება რაიმეს გაკეთება (მაგალითად, ადგილიდან პასუხის წამოძახება, ხმაური და სხვა);
მოსწავლეები კლასის წესების შესრულების დადებით და დარღვევის უარყოფით შედეგებზე მსჯელობენ. ბოლოს მასწავლებელი მოსწავლეებს სთხოვს, რომ მიიღონ ის წესები, რომლებსაც მთელი კლასი ეთანხმება. სასურველია, რომ "საკლასო კონსტიტუცია" კედელზე თვალსაჩინო ადგილას იყოს გამოკრული და მისი დარღვევის შემთხვევაში მოსწავლეებს მივუთითოთ, თუ კონსტიტუციის რომელი პუნქტი დაირღვა. ამით მასწავლებელი მუდმივად ზრუნავს კლასის წესების დაცვაზე. შესაძლოა, მასწ ავლებელი და მოსწავლეები შეთანხმდნენ სანქციებზეც, ანუ იმ პროცედურებზე, თუ რა უნდა გააკეთონ იმ შემთხვევაში, თუ მოსწავლე არღვევს კლასის მიერ ერთხმად მიღებულ წესებს.
სანქციების არსებობა ხელს უწყობს კლასის წესების დაცვას. მოსწავლეების მიერ ერთხმად მიღებული წესები და მისი შესრულების პროცედურები იძლევა იმის გარანტიას, რომ მთელი წლის განმავლობაში მასწავლებელმა შეინარჩუნოს დადებითი სასწავლო გარემო და სასწავლო პროცესი ნორმალურად წარიმართოს. კლასის მართვის სტრატეგიებში, გარდა ამისა, შედის გაკვეთილის დაგეგმვა, მოსწავლეთა ორგანიზება, დროის ორგანიზება და ა. შ.
http://bunny.ge/ საიტზე შეგიძლიათ ფეისბუკის ანგარიშით გაიაროთ რეგისტრაცია და მოსინჯოთ თქვენი ძალები სხვადასხვა საგნის ტესტებში სხვადასხვა საგნებში. ტესტების სირთულეების მიხედვით განხვავებულია. ტესტის გავლის შემდეგ იქმნება რეიტინგი რაც უდაოდ საინტერესოა და სახალისოც.
სწავლების მეთოდიკა და ელექტრონული ხელსაწყოები
ტექნოლოგიებით სწავლება დაწყებით კლასებში
წინამდებარე სტატიაში ვისაუბრებ ელექტრონული წიგნზე – თუ როგორ შეიძლება შევქმნათ ის, როგორ შეიძლება გამოვიყენოთ გაკვეთილზე და რა შედეგების მიღწევაა შესაძლებელი. როგორ შეიძლება ტექნოლოგიების დახმარებით შებრუნებული საკლასო ოთახის მოდელის გამოყენებით დაწყებითი კლასის მოსწავლეებში კითხვის უნარის გაუმჯობესება. ასევე, კოლეგებს შევთავაზებ აღნიშნული რესურსის გამოყენებით ჩემ მიერ ჩატარებული გაკვეთილის ნიმუშს.
სწავლების პროცესში მნიშვნელოვანია მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლება. ამ მიმართულებით მნიშვნელოვან როლს ასრულებს საგანმანათლებლო ელექტრონული რესურსების გამოყენება.
რატომ არის მნიშვნელოვანი ელექტრონული რესურსების გამოყენება სასწავლო პროცესში?
§ ელექტრონული რესურსი არის დამატებითი თვალსაჩინოება;
§ სასწავლო პროცესი საინტერესოა და სახალისო;
§ სასწავლო პროცესში იზრდება მოსწავლეთა ჩართულობა;
§ იზრდება მოსწავლეთა მოტივაცია.
ყველა მოსწავლეს განსხვავებული კითხვის ტემპი აქვს. ზოგიერთს უჭირს წაკითხულის გააზრებაც. შესაბამისად, ყველა მოსწავლეს განსხვავებული დრო სჭირდება ტექსტის დასამუშავებლად. ამიტომ ქართულის გაკვეთილზე გამოვიყენე ტექნოლოგიები (ელექტრონული წიგნი) და შებრუნებული საკლასო ოთახის მოდელით დავგეგმე გაკვეთილი. მოსწავლეები სახლში კითხულობენ ჩემ მიერ დამზადებულ ელექტრონულ წიგნს, რომელიც დავალებად მივეცი. ყველა მათგანს შესწავლის ინდივიდუალური ტემპი აქვს. შესაბამისად, მათ ტექსტის დასამუშავებლად შეუძლიათ დახარჯონ იმდენი დრო, რამდენიც საჭიროა თითოეული მათგანისთვის, განსხვავებით ტრადიციული გაკვეთილისგან, სადაც ახალი მასალის დასამუშავებლად დრო მკაცრად განსაზღვრულია და ზოგიერთი მოსწავლისთვის არასაკმარისი. შებრუნებული საკლასო ოთახის მოდელით დაგეგმილი გაკვეთილით სუსტ მოსწავლეს ეხსნება დაძაბულობა და ახლა სახლში ყურადღებითა და დამოუკიდებლად ამუშავებს ტექსტს.
გაგაცნობთ ელექტრონული წიგნის შექმნის ერთ-ერთ საშუალებას. კითხვა მოსწავლისათვის სასიამოვნო პროცესად რომ იქცეს, შესაძლებელია მათ შევთავაზოთ კომპიუტერული ტექნოლოგიების გამოყენებით დამზადებული ელექტრონული წიგნები. შექმნილი რესურსი მასწავლებელს საშუალებას მისცემს სასწავლო პროცესში გამოიყენოს მრავალფეროვანი მხატვრული და საინფორმაციო ლიტერატურა.
1. როგორ შევქმნათ ელექტრონული წიგნები?
ამისათვის საჭიროა შევარჩიოთ ტექსტი, ფონი, პერსონაჟები, დავუკავშიროთ ისინი ერთმანეთს თემატურად და შევქმნათ ილუსტრაციები. ილუსტრაციებს გავაერთიანებთ პროგრამა „PowerPoint“-ში და ვურთავთ შესაბამის ტექსტს.
ფონების შესაქმნელად გამოვიყენოთ ვებგვერდი: www.pizap.com. ამ ვებ-გვერდზე შესაძლებელია შევქმნათ ფოტო-კოლაჟი, დავამუშავოთ ფოტო, ჩამოვტვირთოთ მზა ფონი ან შევქმნათ საკუთარი ფანტაზიით. „Backgrounds“ განყოფილებაში მოცემულია მზა ფონების ფართო არჩევანი. შესაძლებელია მოცემული ფონების ჩამოტვირთვა და უცვლელად შენახვა. ვებგვერდის „Holidays“-ის განყოფილებაში არის დამატებითი ჩანართები, სადაც მოთავსებულია სადღესასწაულო თემატიკასთან დაკავშირებული მზა ფონები. პროგრამა სურვილის შემთხვევაში საშუალებას გვაძლევს, თავად შევიტანოთ ცვლილებები არჩეულ ფონზე.
შექმნილი ფონები შესაძლებელია უკვე გადავიტანოთ პროგრამა „Power point“-ის სლაიდებზე. ასევე, ფოტოს შეიძლება დავამატოთ მოძრავი ანიმაციები, სხვა გრაფიკული ობიექტები ან დავამატოთ ტექსტი. საყურადღებოა ის ფაქტი, რომ მოძრავი ანიმაციები მოძრაობენ მხოლოდ გაშვების რეჟიმში. შექმნილ სლაიდს შეგვიძლია დავადოთ ხმოვანი ეფექტი. შესაძლებელია ხმა ავტომატურ რეჟიმშიც გავუშვათ.
2. ტექსტის დამუშავებისთვის გამოვიყენოთ კორნელის ჩანაწერების მეთოდი
§ რატომ არის მნიშვნელოვანი ჩანაწერების გაკეთება?
§ როგორ ვაწარმოოთ ჩანაწერები კორნელის მეთოდით?
§ როგორ გამოვიყენოთ კორნელის ჩანაწერების მეთოდი კლასში?
§ ინფორმაციის დამახსოვრებას;
§ ამარტივებს ინფორმაციისა და მონაცემების დახარისხებასა და დამუშავებას;
§ მოსწავლეებს უვითარდებათ დავალებაზე დამოუკიდებლად მუშაობის უნარები.
კორნელის ჩანაწერების ფორმის შესაქმნელად გვერდი გავყოთ 4 ნაწილად, როგორც ქვევითაა ნაჩვენები. გვერდის ზედა სტრიქონში შეგვაქვს სახელი და გვარი, კლასი, თარიღი, მოთხრობის სათაური. მარჯვენა სვეტში გავაკეთოთ ჩანაწერები. ეს შეიძლება იყოს საკვანძო სიტყვები, მნიშვნელოვანი სახელები ან თარიღები, დიაგრამები და სურათები, ფორმულები და სხვა. მარცხენა სვეტში დავწეროთ ძირითადი იდეები და შეკითხვები თემის ირგვლივ. ქვედა სტრიქონზე გავაკეთოთ მოკლე შეჯამება.
ჩანაწერების გაკეთების დროს შესაძლებელია საკუთარი სიტყვებით პერიფრაზირება, აბრევიატურების ან სიმბოლოების გამოყენება, განსხვავებული კონცეფციების ვიზულიზაციისთვის სხვადასხვა ფერების გამოყენება, მხოლოდ მნიშვნელოვანი, საკვანძო ინფორმაციის ჩაწერა, დიაგრამების, გრაფების გამოყენება.
სახელი:
გვარი: მოთხრობის სათაური:
კლასი:
თარიღი:
| |
ძირითადი იდეები, შეკითხვები
|
ჩანაწერები ან ნახატი:
ü საკვანძო სიტყვები
ü მნიშვნელოვანი სახელები ან თარიღები
ü დიაგრამები და სურათები
ü ფორმულები
ü და სხვა.
|
მოკლე შეჯამება
|
3. როგორია შებრუნებული საკლასო ოთახის მოდელით დაგეგმილი გაკვეთილი?
გთავაზობთ გაკვეთილს, რომელიც ჩავატარე შებრუნებული საკლასო ოთახის გამოყენებით და რომელიც კითხვის უნარის გაუმჯობესებასა და წაკითხულის გააზრებას უწყობს ხელს.
გაკვეთილის თემა: „მზე ყველას ეყოფა“
საგანი: ქართული
კლასი: მეორე
მიზანი: წაკითხული ან მოსმენილი ტექსტის გააზრება და შინაარსის გადმოცემა, დასკვნების გამოტანის უნარ-ჩვევების განვითარების ხელშეწყობა. ისეთი უნარ-ჩვევებისა და პრიორიტეტული გამჭოლი კომპეტენციების განვითარება, როგორიცაა წიგნიერება, სწავლის სწავლა, კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნების ხელშეწყობა, კომუნიკაცია, თანამშრომლობა.
მსვლელობა:
წინა დღით მოსწავლეებს ბუკებში ჩავუტვირთე პროგრამა „Power Point“-ში მომზადებული ელექტრონული წიგნი. მივეცი მითითება, რომ ყურადღებით წაეკითხათ და მოესმინათ ტექსტი, მოეფიქრებინათ კითხვებზე პასუხები. მომდევნო გაკვეთილზე უნდა შეგვესრულებინა დავალებები.
ამ დროს მოსწავლეები დამოუკიდებლად გაეცნობიან და დაამუშავებენ ელექტრონულ წიგნს. აღნიშნული რესურსის გამოყენებით ხალისით ხდება ახალი ტექსტის შესწავლა. მოსწავლეები კლასში შესასრულებელ დავალებებს ასრულებენ შინ, კლასში კი სრულდება სახლში მოსამზადებელი დავალებები.
აქტივობა 1:
ელექტრონული წიგნის განხილვა – მუშაობა კლასთან.
მოსწავლეებს დაურიგდებათ კორნელის გრაფა. მუშაობენ ინდივიდუალურად, შემდეგ აკეთებენ პრეზენტაციას.
აქტივობა 2:ახალ სიტყვებზე დაკვირვება და წინადადებების შედგენა
მოსწავლეს ვაძლევთ დავალებას – ახალი სიტყვების გამოყენებით შეადგინონ წინადადებები.
აქტივობა 3: წყვილში მუშაობა
მოსწავლეებს ვურიგებთ თაბახის ფურცლებს, სადაც მოცემულია დიაგრამა და უნდა დაწერონ დათუნიასა და მუხის ხის თვისებები. შემდეგ დიაგრამას გადმოვიტანთ დაფაზე და ვიმსჯელებთ.
აქტივობა 4: ტესტები
მოსწავლეებს დაურიგდებათ თაბახის ფურცლებზე გამზადებული ტესტები, რომლებიც შედგება დახურული და ღია კითხვებისგან.
აღნიშნული დავალება ორიენტირებულია ტექსტის შინაარსის გახსენებაზე.
ტესტი
1. დათუნია ცხოვრობდა
ა) უღრან ტყეში; ბ) ჭალაში; გ) მდინარის ნაპირას.
2. ხე, რომელმაც გამოუშვა მზის სითბო იყო
ა) წიფელი; ბ) ნაძვი; გ) მუხა.
3. ტექსტში არ არის ნახსენები
ა) მგელი; ბ)კურდღელი; გ) ციყვი.
4. კურდღლები, ციყვები და თაგვები თამაშობდნენ
ა) კალათბურს; ბ) თხილბურთს; გ) რკობურთს.
5. ბურთი და მოედანი დარჩა დათუნას, ანუ
ა) ბურთი დარჩა; ბ) მოედანი დარჩა; გ) გამარჯვება დარჩა.
6. თხილბურთელები გულგახეთქილები გაიქცნენ, ანუ
ა) გახარებულები გაიქცნენ; ბ) შეშინებულები გაიქცნენ; გ) მოწყენილები გაიქცნენ.
7. ტესტის მიხედვით მცივანა იყო
ა) ციყვი ; ბ) თაგვი; გ) დათუნია.
8. გაიგონა მისი ხმა ________________ მუხამ
ა) ახალგაზრდა; ბ) ბებერმა; გ) მწვანე.
9. – რას მოგიწყენია! მოდი, მოლზე ყველამ ერთად ვითამაშოთ და მუხაც შეგვირიგდება
ა) თქვა წრუწუნამ; ბ) თქვა მზემ; გ) თქვა ციყვმა.
1 0. ხის ტოტებიდან _____________ დაეშვნენ ციყვები
ა) პარაშუტებივით; ბ) საოცრად; გ) ნელა.
1 1. გაიხსენეთ და დაწერეთ ციყვის საყვედური:
1 2. როგორ გამოასწორა დათუნიამ თავისი შეცდომა?
მოსწავლეებს ვაძლევთ შემდეგ დავალებას: ერთი მოსწავლე ფურცელზე დაწერს, რა მოეწონა ამ მოთხრობაში; მეორე კი – რა არ მოეწონა.
შემდეგ წაიკითხავენ ერთმანეთის მოსაზრებებს და შეაჯამებენ.
აუცილებელია, მოსაზრებები იყოს დასაბუთებული.
შედეგად, სასწავლო პროცესი გახდა საინტერესო და სახალისო, მოსწავლეებს აუმაღლდათ მოტივაცია, გაკვეთილზე მაღალი იყო ჩართულობის ხარისხი. მოსწავლეებს განუვითარდათ ის უნარები და კომპეტენციები, რომლებიც 21-ე საუკუნის უნარებად მოიაზრება. კერძოდ, კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნება, კომუნიკაცია, თანამშრომლობა, დამოუკიდებლად მუშაობა, საკუთარი სწავლის მართვა, წიგნიერება.
გამოყენებულმა რესურსმა ხელი შეუწყო ისეთი სასწავლო უნარების განვითარებასაც, როგორიცაა ყურადღების კონცენტრაცია, აზრის გამოხატვა, პრეზენტაცია, გააზრება და ინტერპრეტაცია.
გამოყენებული ლიტერატურა:
1. ეროვნული სასწავლო გეგმა 2011-2016
2. ტრენინგმოდულის „შებრუნებული საკლასო ოთახი“ მასალები – მარიკა ჩიტაძე
ნინო დათუკიშვილი
პროგრამა „ასწავლე საქართველოსთვის“ კონსულტანტ–მასწავლებელი
No comments:
Post a Comment