ამერიკელი მეცნიერები დაინტერესდნენ იმით, თუ რა რეაქცია მოყვებოდა იმ ადამიანებისგან, ვინც "შეპყრობილია" სოციალური საიტებით, როცა გაიგებდნენ, რომ მათ ქვეყანაში სამუდამოდ აკრძალეს ინტერნეტ კავშირი.
მკვლევარებმა გამოკითხეს 4 ათასი ადამიანი(2 ათასი ქალი და 2 ათასი მამაკაცი)რომლებიც მძაფრად არიან ჩართულნი ინტერნეტ სივრცეში.გამოკითხულთა 67%-მა გლობალური ინტერნეტის გათიშვის შემთხევაში, შევიცვლით საცხოვრებელ ადგულსო და წავალთ იმ ქვეყანაში სადაც ინტერნეტი არის ხელმისაწვდომიო.მათთვის გაცილებით მნიშვნელოვანია კავშირში იყვნენ facebook-თან, twitter-თან და სხვა სოციალურ ქსელებთან, ვიდრე პატრიოტიზმი და სულიერი კავშირი თავიანთ სამშობლოსთან.
გამოკითხულების 14%-მა თქვა, რომ ისინი ჩავარდებოდნენ დეპრესიაში, რადგან არ ეცოდინებოდათ, თუ რითი დააკავონ საკუთარი თავი.11% მოხარული იქნებოდა ასეთი ცვლილებების, რადგან ისინი აცნობიერებენი თავიანთ დამოკიდენულებას ინტერნეტზე და სესჩივიან დროის უკმარისობას, დაპირისპირებას ახლობლებთან ამის გამო.6% გაცვლიდა ინტერნეტს კომპიუტერულ თამაშებზე, რაც ხელს შეუწყობდა მათ უინტერნეტობის შეჩვევა.2%-მა გამოთქვა შემდეგი აზრი, რომ ინტერნეტის გათიშვის შემთხვევაში, ისინი თავს მოიკლავდნენ, რადგან ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენები მათ ცხოვრებაში ხდება სწორედ ინტერნეტ სივრცეში.ინტერნეტისა და სოციალური ქსელის გარეთ ისინი ვერ აღიქვავენ თავის არსებობის აზრს.აღსანიშნავია, რომ პოტენციურ თვითმკვლელებში ჭარბობს ქალთა რაოდენობა(64, 78_დან).
ამ გამოკვლევის ხელმძღვანელი თვლის, რომ მიღებული შედეგები იმაზე მიგვითითებს, თუ, როგორ ვითარდება ინტერნეტ ტექნოლოგიები და რა ზიანის მოტანა შეუდზლია მას ადამიანისთვის.

No comments:
Post a Comment