სიმბოლო @ ცნობილია სულ ცოტა XV საუკუნიდან, მაგრამ შესაძლოა იგი კიდევუფრო ადრე გამოიგონეს. აქამდე დაზუსტებულად არაა ცნობილი, თუ ვინ დარატომ გამოიგონა და მისი პირველი გამოყენების თარიღიც მიახლობითააცნობილი, მაგრამ ამ ნიშნის საერთაშორისო აღიარებად მიჩნეულია 2004 წლის თებერვალი, როცა ელექტროკავშირის საერთაშორისო კავშირმა მორზეს ანბანში ელექტრონული ფოსტის მისამართების გადაცემის გასაადვიებლად @ სიმბოლოს კოდად • — — • — • A და C ასოების კომბინაცია დაამატა.
ამერიკელი სწავლულის ბერტოლდულმანის ვერსიით @ პირველად ბერებმაგამოიყენეს შუასაუკუნეებში. ისინი წიგნების გადაწერით იყვნენ დასაქმებულნი,მათ შორის ლათინური წიგნებიც იყო. ლათინურში არის წინდებული "ad" და იმდროს მიღებულ შრიფტში ასო "d" იწერებოდა პატარა კუდით, რომელიც ზემოთიყო მოხვეული. სწრაფი წერისას წინდებული ჩანდა როგორც @.
2000 წელს პროფესორ
ჯორჯიო სტაბილეს ვერსიით ფლორენციელი ვაჭრებისდამსახურებით, XV საუკუნიდან ნიშანი @ გამოიყენებოდა როგორც კომერციულისიმბოლო. იგი აღნიშნავდა ამფორას - წონის ერთეულს, რომელიც 12,5 კგ-სუდრიდა. მაშინდელი ტრადიციით ასო "A", რომლითაც აღნიშნული იყო წონა,კუდით იყო დამშვენებული და გამოისახებოდა როგორც დღეისათვისყველასთვის ნაცნობი სიმბოლო. მან თავისი
ჰიპოტეზის დამადასტრებლად მოიტანა 1536 წლით დათარიღებული
ფლორენციელი
ვაჭრის ჩანაწერი სადაც მოხსენიებული იყო ერთი
"A" ღვინის
ფასი, ამასთან ხელნაწერში "A" სიმბოლო გავდა @-ს.

No comments:
Post a Comment