Google 20 წლისაა - საიდან დაიწყო ყველაფერი?

1998 წლის 4 სექტემბერს მსოფლიოში ყველაზე ცნობილმა და პოპულარულმა საძიებო სისტემამ Google-მ დღის სინათლე იხილა. 

ლარი პეიჯისა და სერგეი ბრინის გენიალურ იდეას წელს 20 წელი შეუსრულდა.

ამ დღის აღსანიშნავად, Google-მ წარსულში გვამოგზაურა და ის ადგილი გვაჩვენა, სადაც უდიდესი საძიებო სისტემა იქმნებოდა. 

Google-ს პირველი ოფისი მისი დამფუძნებლების საერთო მეგობარი გოგოს, სიუზან ვოიცკიკის ავტოფარეხში მდებარეობდა. 

ოფისის პირველი თანამშრომელი, ბრინისა და პეიჯის კურსელი კრეიგ სილვერსტეინი იყო. მის გარდა, Google-ს შექმნაზე კიდევ ხუთი ადამიანი მუშაობდა. 

თანამშრომელთა სიმცირის გამო, ავტოფარეხში ოფისად მხოლოდ სამი ოთახი იყო გამოყენებული. 

1998 წლის ოფისში იდგა ყველასთვის ცნობილი CRT (ელეტრო-სხივური მილებით) მონიტორი, გუგლის მისალმებით. ასევე, დაფა წარწერით: „გუგლი არის მსოფლიოს მმართველი“ და მეორე დაფა - ლოგოს აფდეითი 1998 წელს, დღევანდელი ვერსიით. 

No comments:

Post a Comment