ნიუტონის რობოტიკის სკოლა

📣 „ნიუტონის რობოტიკის სკოლა“ 7-8 დეკემბერს, „ექსპო ჯორჯიაში“ დაგეგმილ სკოლების გამოფენაში მონაწილეობს. 

🏫 გამოიყენეთ უნიკალური შესაძლებლობა, რათა ჩვენი სკოლის შესახებ მეტი გაიგოთ!

🏎️ 7 დეკემბერს, 16 საათიდან, მოსწავლეებს შორის გაიმართება შეჯიბრი. ნახეთ, ვის მიერ დაწერილი პროგრამა აღმოჩნდება ოპტიმალური და ვისი რობოტი უფრო მალე დაფარავს კონკრეტულ მანძილს. 
რბოლაში მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერს, კონსულტაციას კი „ნიუტონის რობოტიკის სკოლის“ მოსწავლეებისგან მიიღებთ. 🏁

🏆 გამარჯვებულს ელის პრიზი - მოსაწვევი ჩვენი სკოლის საჩვენებელ გაკვეთილზე. 🏫

👨‍🏫👩‍🏫 8 დეკემბერს, 17 საათიდან, ჩვენი სკოლის მასწავლებლები ორსაათიან საჩვენებელ გაკვეთილს ჩაატარებენ. სწორედ აქ გელოდებათ წლების განმავლობაში გამოცდილი და წარმატებული პროგრამის მთავარი საიდუმლოების გასაღები. თავად ნახავთ, რისი გაკეთება შეიძლება ერთი შეხედვით მარტივი კუბიკებისა და მექანიკური დეტალების გამოყენებით. ⚙️

⚛️ სკოლების გამოფენის მიზანია საშუალო განათლების სფეროში ერთიანი პლატფორმა შექმნას, დააკავშიროს ინდუსტრიის ყველა მონაწილე და პოტენციური მომხმარებელი, რომელიც თვალნათლივ იხილავს და მოისმენს წარმოდგენილი სასწავლებლების უპირატესობებს, მათ პროგრამებს, სწავლების მეთოდიკას, ინფრასტრუქტურასა და სხვა უპირატესობებს.

No comments:

Post a Comment