ბილ გეითსი - მაიკროსოფტის დამფუძნებელი

          უილიამ  ბილ  გეითსი                                 დაიბადა  1955 წლის 28 ოქტომბერს,  სიეტლში  (აშშ).
ბილ  გეითსი  გახლავთ  ყველასთვის ცნობილი კომპანიის, მაიკროსოფტის”  დამფუძნებელი.
2016   წლის   ფორბსის   მონაცემებით, მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ადამიანების სიაში პირველ ადგილს იკავებს და მისი ქონება 79 მილიარდ  დოლარს შეადგენს
ბილ გეითსის მამა, უილიამ გეითს II სიეტლის რწმუნებული იყო, ხოლო დედა, მერი მაქსუელ გეითსი, სკოლის მასწავლებელი.
სწავლის პერიოდში, ბილ გეითსი არ ინტერესდებოდა ჰუმანიტარული საგნებით, მას უფრო მათემატიკა და პროგრამირება იზიდავდა.
ბილ გეითსმა ადრეულ ასაკში დაიწყო მომავალ საქმიანობაზე ფიქრი და მხოლოდ 13 წლის იყო, როცა თავისი პირველი პროგრამა დაწერა.
რა თქმა უნდა, არ იყო გასაკვირი, რომ მას კომპიუტერთან დიდი დროის გატარება მოუწევდა. ეს მშობლებმაც შეამჩნიეს და ბილ გეითსი ექიმთან მიიყვანეს. ჯამში, ექიმის რჩევით, ბილს კომპიუტერთან დიდი დროის გატარება აუკრძალეს.
15 წლის ასაკში მას უკვე დაწერილი ჰქონდა საგზაო მოძრაობის დასარეგულირებელი პროგრამა, რაშიც სიეტლის მუნიციპალიტეტმა მას 20 000 დოლარი გადაურიცხა.
1973 წელს, ბილ გეითსი ჰარვარდის უნივერსიტეტში, იურიდიულ ფაკულტეტზე, ჩაირიცხამისი მშობლების სურვილი იყო, რომ ბილი ადვოკატი გამხდარიყო, თუმცა მისთვის ეს პროფესია იმდენად უინტერესო იყო, რომ არც ლექციებს ესწრებოდა და არც თანაკურსელების მოწყობილ წვეულებებზე მიდიოდა.

შეიძლება ითქვას, რომ ბილ გეითსი მთელ დროს თავის ოთახში ატარებდა და სხვადასხვა პროექტებზე მუშაობდა.

No comments:

Post a Comment