კიბერბულინგი

კიბერბულინგი -
  
ციფრული ტექნოლოგიების გამოყენებითფარული ან აშკარა დაშინების მიზნით განხორციელებული ქმედებაა.
,,კიბერბულინგშიმოიაზრება:
სოციალურ ქსელებში შეურაცხმყოფელი ფოტოების ან ვიდეოს განთავსებაუხამსი ჭორების გავრცელებამავნემოკლეტექსტური შეტყობინებების გაგზავნასხვათა სახელით გვერდებისა და   სოციალურ ქსელებში ანგარიშების შექმნა.
  კომპიუტერული ტექნოლოგიების თანამედროვე ეპოქაში სულ უფრო პოპულარული ხდება.„კიბერ–ბულინგი“. კიბერ-ბულინგი - პირადი ცხოვრების კადრების გასაჯაროება და ამით  შანტაჟი, ვირტუალურ სივრცეში დატერორება, მუქარა. 
ასეთი ტიპის ჩაგვრა გულისხმობს თანატოლის არასასურველი ფოტოების გამოქვეყნებას,  დამცინავი და შეურაცხმყოფელი კომენტარების გაკეთებას. მისი განვითარება სოციალური ქსელების/ინტერნეტ სივრცის აქტიურ გამოყენებას მოჰყვა შედეგად. ასევე დღითიდღე უფრო ფართოდ ვრცელდება  სოციალურ ქსელებში სპეციალური გვერდების შექმნის პრაქტიკა, სადაც გამიზნულდ
 აბუჩად იგდებენ ადამიანებს მათი გარეგნობის, შემოქმედების, რელიგიური თუ ეთნიკური უმცირესობის გამო. 
  ტრადიციული ბულინგისგან განსხვავებით, კიბერბულინგს არ სჭირდება ფიზიკური ძალა ან პირისპირ შეხვედრა. ხშირად ის ძალიან ბევრი მოწმის წინაშე ხდება. კიბერბულინგი ყველა ფორმით და სახით არსებობს – ნებისმიერს, ვისაც ინტერნეტი ან მობილური ტელეფონი აქვს, შეუძლია წამოიწყოს კიბერბულინგი ვიღაცის მიმართ, ხშირად ანონიმურად. კიბერბულინგის განმახორციელებელს, პირობითად კიბერაგრესორს,შეუძლია მსხვერპლის დამცირება 24 საათის განმავლობაში, ხოლო მსხვერპლმა აგრესია შეიძლება ნებისმიერ ადგილას მიიღოს, ანუ არავითარი ადგილი,სახლიც კი, აღარ არის უსაფრთხო, და მხოლოდ რამდენიმე ღილაკის დაჭერით ამ პროცესს შეიძლება ონლაინ შეესწროს ასობით ან ათასობით ადამიანი.
თუკი თქვენ კიბერბულინგის მსხვერპლი გახდითმნიშვნელოვანიაარ უპასუხოთ არცერთ მესიჯს ან პოსტს,რომელიც თქვენ შესახებ დაიწერარაც არ უნდა მცდარი და მტკივნეული იყოს ისპასუხი მხოლოდ დაამძიმებსმდგომარეობას და იმ რეაქციას გამოიწვევსრაც აგრესორს ჰქონდა გამიზნულიამიტომ ნუ მისცემთ მასკმაყოფილების საბაბს.   ასევე ძალიან მნიშვნელოვანიარომ არ მიმართოთ შურისძიებასრომ თავად არ გახდეთ აგრესორი.


სასურველიამოიქცეთ შემდეგნაირად:
    შეინახეთ კიბერბულინგის შესახებ ინფორმაციაშეინახეთ ტექსტური შეტყობინებები ან ვებგვერდის სურათიდა უჩვენეთ სანდო ზრდასრულსმაგალითადოჯახის წევრსმასწავლებელს. თუკი ასეთი შემთხვევები სწრაფადარ აღიკვეთებაკიბერაგრესორი ხშირად დამცირების და ძალადობის უფრო მძიმე ფორმებს მიმართავს;
    თუკი ვინმე ფიზიკური დაზიანებით გემუქრებათ ან უხამს სექსუალურ მესიჯებს გიგზავნითმიმართეთპოლიციასხშირ შემთხვევაში კიბერაგრესორის ქმედებები კანონით ისჯება;
   შეწყვიტეთ კიბერაგრესორთან ყოველგვარი ურთიერთობადაბლოკეთ მათი ელექტრონული ფოსტისმისამართიტელეფონის ნომერი და წაშალეთ სოციალური ქსელის კონტაქტებიდან.


No comments:

Post a Comment